ციფრული მარკეტინგი თანდათან ახალ რეალობას ერგება. მომხმარებელთა კონფიდენციალურობის დაცვის გამკაცრებული მოთხოვნები, ბრაუზერების შეზღუდვები და მესამე მხარის ქუქი-ფაილების გამოყენებასთან დაკავშირებული ცვლილებები გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ აგროვებენ და აანალიზებენ კომპანიები მონაცემებს. ტრადიციული, ბრაუზერზე დაფუძნებული თრეკინგი, რომელსაც მარკეტერები წლების განმავლობაში იყენებდნენ, ყოველთვის ვეღარ უზრუნველყოფს მომხმარებლის აქტივობის სრულ სურათს. შედეგად, რთულდება სარეკლამო კამპანიების ეფექტიანობის შეფასება და სარეკლამო პლატფორმების ოპტიმიზაციის ალგორითმების ეფექტური მუშაობა.
ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზაა Server-Side Tagging (SST) ტექნოლოგია, რომელიც მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების პროცესზე კონტროლის გაუმჯობესებას, მონაცემების უფრო სრულყოფილ აღრიცხვასა და სარეკლამო კამპანიების ეფექტიანობის ზრდას უწყობს ხელს.
ამ სტატიაში განვიხილავთ სერვერული თრექინგის მუშაობის პრინციპს, Google Tag Manager-სა და Google Cloud-ზე დაფუძნებულ არქიტექტურას, დანერგვის შესაძლებლობებსა და მის ბიზნესსარგებელს.
1. შედარებითი ანალიზი: Client-side Tagging და Server-side Tagging
ტექნოლოგიის უკეთ გასაგებად მნიშვნელოვანია, განვიხილოთ მონაცემთა შეგროვების ორი მიდგომა: ბრაუზერზე დაფუძნებული (Client-Side) და სერვერზე დაფუძნებული (Server-Side) თრექინგი.
ტრადიციული Client-Side თრექინგის დროს მონაცემების დამუშავება უშუალოდ მომხმარებლის ბრაუზერში ხდება, იქნება ეს კომპიუტერი თუ მობილური მოწყობილობა. ვებსაიტზე შესვლისას ბრაუზერი სხვადასხვა ანალიტიკური და სარეკლამო პლატფორმის ათეულობით JavaScript-სკრიპტს ტვირთავს. თითოეული სკრიპტი დამოუკიდებლად აგროვებს მონაცემებს მომხმარებლის ქმედებების შესახებ და ცალკეულ მოთხოვნებს აგზავნის შესაბამისი პლატფორმების სერვერებზე, მაგალითად, Google Analytics-ში, DV360-ში, Meta-სა და Google Ads-ში.
მონაცემთა დაცვის თანამედროვე მექანიზმებმა, მათ შორის Safari-ის ITP-მა, რეკლამის ბლოკერებმა და კონფიდენციალურობის დაცვის მკაცრმა გაფართოებებმა, შესაძლოა ეს მოთხოვნები შეაჩერონ ან დაბლოკონ. შედეგად, მარკეტერები კონვერსიების შესახებ მონაცემების მნიშვნელოვან ნაწილს კარგავენ. გარდა ამისა, მესამე მხარის კოდების დიდი რაოდენობა მომხმარებლის ბრაუზერზე დამატებით დატვირთვას ქმნის.
ამის საპირისპიროდ, Server-Side თრექინგი მონაცემთა დამუშავების პროცესში დამატებით შუალედურ ფენას ქმნის – საკუთარ Cloud სერვერს, რომელიც Google Cloud-ზეა განთავსებული. ათეულობით მესამე მხარის სკრიპტის ჩატვირთვის ნაცვლად, ვებსაიტს მხოლოდ ერთი ძირითადი JavaScript-სკრიპტი (.gtag) სჭირდება. ის ერთ საწყის მოთხოვნას აგზავნის თქვენს საკუთარ
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ Server-Side თრექინგი Client-Side თრექინგის შემცვლელი არ არის. პირიქით, ის ამ მიდგომის ლოგიკური გაგრძელებაა და მასთან მჭიდრო კავშირში მუშაობს.
Client-Side მიდგომის დეტალური მიმოხილვა

- მუშაობის პრინციპი: ვიზიტორის ბრაუზერი ასრულებს მთელ JS-კოდს და აგზავნის პირდაპირ ქსელურ მოთხოვნებს მესამე მხარის დომენურ მისამართებზე (google-analytics.com, connect.facebook.net და ა.შ.).
- ნაკლოვანებები:
- მაღალი დატვირთვა: რაც უფრო მეტი თეგია (Google Ads, Meta, TikTok, Hotjar), მით მეტი კოდის ჩატვირთვა და დამუშავება უწევს მომხმარებლის ბრაუზერს.
- ბლოკერების მიმართ მოწყვლადობა: რეკლამის ბლოკერები (AdBlock, uBlock) და კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული ბრაუზერები ადვილად ცნობენ სარეკლამო ქსელებისკენ მიმართულ პირდაპირ მოთხოვნებს და ბლოკავენ მათ ქსელის დონეზე.
- cookie-ფაილების მოქმედების ვადის შეზღუდვა: კონფიდენციალურობის ალგორითმები (როგორიცაა Intelligent Tracking Prevention Safari-ში) მესამე მხარის cookie-ფაილების მოქმედების ვადას 1-7 დღემდე ამცირებს).
Server-Side მიდგომის დეტალური მიმოხილვა

Server-Side Tagging რადიკალურად ცვლის მონაცემთა შეგროვების პარადიგმას და დამუშავებისა და მარშრუტიზაციის პროცესს მომხმარებლის დაუცველი ბრაუზერიდან თქვენს მიერ კონტროლირებად Cloud სერვერზე გადააქვს.
მუშაობის პრინციპი
იმის ნაცვლად, რომ ბრაუზერმა ათეულობით ცალკეული JavaScript-სკრიპტი შეასრულოს და მრავალი პირდაპირი მოთხოვნა გაგზავნოს Meta-ს, Google-ის, TikTok-ისა თუ LinkedIn-ის სერვერებზე, იქმნება ერთი ძირითადი კავშირი.
ბრაუზერი მსუბუქი .gtag სკრიპტის საშუალებით მონაცემების საწყის ნაკადს აგზავნის თქვენს კერძო Google Cloud სერვერზე, საკუთარი ქვედომენის გამოყენებით, მაგალითად, sst.yourdomain.com.
ამის შემდეგ მონაცემები მუშავდება Google Tag Manager-ის სერვერულ კონტეინერში (Server GTM):
- იღებს და აანალიზებს: სერვერული Client ამუშავებს შემომავალ HTTP-მოთხოვნას და ქმნის მონაცემთა ერთიან ობიექტს (Event Data).
- ფილტრავს და ამდიდრებს: მომხმარებლების პერსონალური მონაცემები (PII) ჰეშირდება და შესაბამის პლატფორმებზე გაგზავნამდე ემატება სასარგებლო ბიზნეს-ინფორმაცია.
- ამისამართებს: საიმედო Server-to-Server API პროტოკოლების საშუალებით (მაგალითად, Meta Conversion API, Google Ads API) სერვერი დამოუკიდებლად გადაამისამართებს კონვერსიების შესახებ მოვლენებს საჭირო სარეკლამო და ანალიტიკურ პლატფორმებზე.
შედეგად მონაცემები მუშავდება სერვერის დონეზე და არა უშუალოდ მომხმარებლის ბრაუზერში, რაც ხელს უწყობს მათი გადაცემის უკეთ კონტროლს და კონფიდენციალურობის თანამედროვე მოთხოვნების დაცვას.
ძირითადი უპირატესობები
- First-Party სტატუსი და ბრაუზერების შეზღუდვების გვერდის ავლა:
- მექანიზმი: რადგან მონაცემები იგზავნება თქვენს საკუთარ ქვედომენზე (sst.yourdomain.com), ბრაუზერმა ეს სერვერი შესაძლოა ძირითადი ვებსაიტის (yourdomain.com) ნაწილად აღიქვას.
- შედეგი: კონფიდენციალურობის დაცვის ალგორითმები (მათ შორის ITP Safari-ში) ამ მოთხოვნებს მესამე მხარის თრექინგად (3rd-party) არ აღიქვამენ. ეს საშუალებას იძლევა უსაფრთხოდ დაყენდეს და წაიკითხოს cookie-ფაილები 2 წლამდე მოქმედების ვადით 1-7 დღის ნაცვლად, აღდგეს სრული ანალიტიკისა და გრძელვადიანი ატრიბუციის სიზუსტე.
- პერსონალურ მონაცემებზე (PII) სრული კონტროლი:
- მექანიზმი: სერვერული თრექინგის დროს ბრაუზერი IP-მისამართებს, ტექნიკურ ჰედერებსა და PII-მონაცემებს (Personal Identifiable Information) პირდაპირ არ უგზავნის სარეკლამო და ანალიტიკურ ქსელებს.
- შედეგი: სერვერის დონეზე თქვენ „ფაიერვოლის“ როლს ასრულებთ. შეგიძლიათ ავტომატურ რეჟიმში წაშალოთ IP-მისამართები, შეამციროთ გეომონაცემები ან SHA-256 ალგორითმით დააჰეშიროთ მგრძნობიარე დეტალები (ელფოსტა, ტელეფონის ნომრები, სახელები), სანამ ისინი თქვენს Cloud სერვერს დატოვებენ. ეს უზრუნველყოფს GDPR-ის, CCPA-ისა და კომპანიის შიდა უსაფრთხოების სტანდარტების მკაცრ დაცვას.
- მონაცემთა გამდიდრება სერვერის მხარეს (Data Enrichment):
- მექანიზმი: სერვერული კონტეინერის შიდა მონაცემთა ბაზებთან, CRM-სისტემებთან ან Google BigQuery-სთან რეალურ დროში ინტეგრირების შესაძლებლობა.
- შედეგი: შეგიძლიათ შესყიდვის მოვლენას დაუმატოთ პროდუქტის რეალური მარჟა, კლიენტის სტატუსი (LTV, VIP, ახალი/განმეორებითი) ან მომხმარებლის შიდა ID, ამ მონაცემების გვერდის JS-კოდში გამჟღავნების გარეშე. ეს საშუალებას იძლევა სარეკლამო კამპანიები DV360-ში, DV360-ში, Google Ads-სა და Meta-ში ოპტიმიზირდეს რეალურ მოგებაზე (POAS / Value-Based Bidding) და არა უბრალოდ კლიკის ან მთლიანი შემოსავლის ფაქტზე.
2. ბიზნესის უპირატესობები და გავლენა საიტის სიჩქარეზე
სერვერული თრექინგის დანერგვა მხოლოდ ტექნიკური კონფიგურაციის ფარგლებს სცდება, რადგან ის პირდაპირ გავლენას ახდენს ბიზნესის ეფექტიანობის ძირითად მაჩვენებლებზე.
Usercentrics-ის კვლევის მიხედვით, Server-Side Tagging-ის სრულფასოვან გამოყენებას შეუძლია დაფიქსირებული კონვერსიების რაოდენობის +30%-მდე გაზრდა, CPA-ის -57%-მდე შემცირება ავტომატური ბიდინგის ალგორითმებისთვის უფრო ხარისხიანი მონაცემების გადაცემის წყალობით, ხოლო აღრიცხული კონვერსიების საერთო რაოდენობა – საშუალოდ 46%-ით.
ცალკე უნდა აღინიშნოს ტექნიკური გავლენა გვერდების ჩატვირთვის სიჩქარეზე. თეგების დამუშავების სერვერზე გადატანა მომხმარებლის ბრაუზერს მძიმე სკრიპტებისგან ათავისუფლებს, რაც საიტის ჩატვირთვას საშუალოდ 5,6 წამით აჩქარებს.
ციფრულ ბიზნესში თითოეულ მილიწამს პირდაპირი ფულადი ეკვივალენტი აქვს. კვლევები აჩვენებს, რომ გვერდის ჩატვირთვის მხოლოდ 0,1 წამით დაჩქარებას სხვადასხვა ნიშაში კონვერსიებისა და საშუალო ჩეკის შესამჩნევი ზრდა მოაქვს.
კერძოდ, რითეილში ეს კონვერსიის კოეფიციენტის 8,4%-ით ზრდას იწვევს, ხოლო მყიდველების საერთო ხარჯები 9,2%-ით იზრდება. ლუქს-პროდუქტების სეგმენტში საიტის 0,1 წამით დაჩქარება 40,1%-ით მეტ მომხმარებელს უბიძგებს პროდუქტის გვერდიდან კალათის გაფორმებაზე გადასვლისკენ. ტურიზმის სფეროში დასრულებული შეკვეთების 2,2%-ით ზრდა და ჯავშნების მაჩვენებლის საერთო 10%-იანი გაუმჯობესება შეინიშნება. ლიდების გენერაციაზე ორიენტირებული სფეროებისთვის ეს ნიშნავს იმ მომხმარებლების რაოდენობის 21,6%-ით ზრდას, რომლებიც საკონტაქტო ფორმების შევსებაზე გადადიან.
პირდაპირი გავლენა მარკეტინგსა და უკუგებაზე (ROAS)
სერვერული თრექინგი თანამედროვე პერფორმანს-მარკეტინგის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას – სარეკლამო ალგორითმების „სიბრმავეს“ აგვარებს. როდესაც ანალიტიკური სისტემები მოვლენების ნაწილს კარგავენ, სარეკლამო კაბინეტები მყიდველის გზის შესახებ არასრულ სურათს იღებენ, რაც პირდაპირ აუარესებს რეკლამაში ინვესტიციების უკუგების მაჩვენებელს (ROAS).
მონაცემთა სისრულე და რეალური ანალიტიკური სურათი
- მექანიზმი
ტრადიციული Client-Side მიდგომისას მომხმარებელთა ქმედებების მნიშვნელოვანი ნაწილი შესაძლოა „უხილავი“ დარჩეს რეკლამის ბლოკერების (AdBlock, uBlock) და Safari-ის (ITP) თუ Firefox-ის (ETP) მკაცრი კონფიდენციალურობის პარამეტრების გამო.
- გავლენა ბიზნესისზე
Server-Side Tagging-ის საშუალებით კონვერსიების პირველი მხარის ქვედომენიდან გაგზავნით ანალიტიკურ პლატფორმებს დაკარგული მონაცემების ნაწილის დაბრუნება შეგიძლიათ. მარკეტერებს საშუალება ეძლევათ, დაინახონ შემოსავლის ზუსტი ოდენობა, შეკვეთების რეალური რაოდენობა და სხვადასხვა ტრეფიკის წყაროს წვლილი კონვერსიებში, რაც მათ სრულყოფილ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.
სარეკლამო ალგორითმების ოპტიმიზაცია და სწავლება
- მექანიზმი
თანამედროვე პერფორმანს-მარკეტინგი მთლიანად არის დამოკიდებული მანქანურ სწავლებაზე (Auto-bidding ან Custom bidding DV360-ში, Smart Bidding Google Ads-ში, Advantage+ Meta-ში, Smart Performance Campaign TikTok-ში). ამ ალგორითმებს სასწავლო სიგნალების მაქსიმალურად დიდი და ხარისხიანი მოცულობა სჭირდებათ.
- ეფექტი ბიზნესისთვის
როდესაც სერვერული თრექინგი კონვერსიების შესახებ მონაცემებს, მათ შორის Meta CAPI-ისა და Google Ads API-ის საშუალებით, გადასცემს პლატფორმებს, მათ მეტი მონაცემი აქვთ ოპტიმიზაციისთვის. ეს ალგორითმს ეხმარება, უკეთ გაიგოს იდეალური მომხმარებლის მახასიათებლები, გააუმჯობესოს რეკლამის შესაბამისობა და სასურველი მოქმედების ღირებულება (CPA) შესაძლოა 57%-მდე შეამციროს.
გრძელვადიანი ატრიბუცია და განმეორებითი ვიზიტების ამოცნობა
- მექანიზმი
ITP-ის შეზღუდვების გამო Safari-ის ბრაუზერებსა და iOS-მოწყობილობებზე Client-Side ქუქი-ფაილები ზოგ შემთხვევაში მხოლოდ 1-7 დღის განმავლობაში ინახება. თუ მომხმარებელმა რეკლამაზე დაკლიკა, მაგრამ შესყიდვა მერვე დღეს განახორციელა, ალგორითმმა შესაძლოა ის ახალ ან ორგანულ ვიზიტორად აღიქვას და კონვერსია სარეკლამო კამპანიას აღარ მიაკუთვნოს.
- ეფექტი ბიზნესისთვის
პირველი მხარის კონტექსტში Server-Side Tagging-ზე გადასვლა და შესაბამისი კონფიგურაცია ზოგ შემთხვევაში ქუქი-ფაილების მოქმედების ვადას ახანგრძლივებს. ეს ხელს უწყობს გრძელვადიანი გაყიდვების სწორად დაკავშირებას, განსაკუთრებით B2B, მაღალი ღირებულების პროდუქციისა და ფუფუნების საქონლის ბიზნესებში. ასევე შესაძლებელია მრავალარხიანი ატრიბუციის რთული გზების უკეთ აღრიცხვა და საჩვენებელი თუ საძიებო სარეკლამო კამპანიების წვლილის უფრო ობიექტურად შეფასება.
Core Web Vitals-ისა და საიტის წარმადობის გაუმჯობესება
Client-Side თრექინგის დროს ბრაუზერი იძულებულია პარალელურად შეასრულოს ათობით მძიმე JS-ფაილი, რაც კონტენტის ჩვენების შეფერხებას იწვევს.
Server-side თრექინგზე გადასვლა საშუალებას იძლევა:
- რესურსების ოპტიმიზაცია: SST მძიმე დამუშავებას Cloud სერვერებზე გადააქვს და საიტზე მხოლოდ 1 მსუბუქ .gtag სკრიპტს ტოვებს.
- წარმადობის დაჩქარება: ვებ-საიტის ჩატვირთვის სიჩქარის საშუალო სარგებელი 5,6 წამს აღწევს, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს Core Web Vitals-ის მეტრიკებს (LCP, FID/INP).
- SEO-ეფექტი: ვინაიდან ვებ-საიტის სიჩქარე Google-ში რანჟირების პირდაპირი ფაქტორია, წარმადობის გაუმჯობესება ორგანულ პოზიციებზე დადებით გავლენას ახდენს.
3. განთავსების მეთოდები და ინფრასტრუქტურის არჩევა
სერვერული კონტეინერის განთავსების პროცესი ისეა შემუშავებული, რომ ნებისმიერი მასშტაბის პროექტის მოთხოვნები დააკმაყოფილოს. სულ ჩვენ 4 ძირითად განთავსების მეთოდს გთავაზობთ.
პირველი და უმარტივესი არის ავტომატური დეპლოი Google Cloud Run-ის საშუალებით უშუალოდ GTM-ის ინტერფეისიდან. ეს ვარიანტი სწრაფი დაწყებისა და თრექინგის პირველადი ტესტირებისთვის არის შესაფერისი. მთელი კონფიგურაცია 1 კლიკით სრულდება: Google Tag Manager დამოუკიდებლად ქმნის საჭირო პროექტს Google Cloud-ში, აყენებს სერვერულ გარემოს და გასცემს მზა გენერირებულ მისამართს, მაგალითად abc123.uc.a.run.app. მომხმარებლისგან მხოლოდ აქტიური ბილინგ-ანგარიშის მიბმა მოითხოვება.
მეორე მეთოდი Google Cloud Run-ის ინტერფეისის საშუალებით ხელით კონფიგურაციას გულისხმობს. ეს პარამეტრებზე მოქნილ კონტროლს უზრუნველყოფს. სპეციალისტს შეუძლია ხელით აირჩიოს საკუთარი First-party ქვედომენი, სერვერის საჭირო გეოგრაფიული რეგიონი, მაგალითად ფრანკფურტი ევროპული ბაზრისთვის და ასევე დეტალურად დააკონფიგურიროს ავტომატური მასშტაბირების საზღვრები.
მესამე ვარიანტი არის განთავსება ბრძანების სტრიქონის საშუალებით Cloud Shell-ში, რომელიც Google Cloud-ის ინტერფეისშია ჩაშენებული. ეს არის ტერმინალი, სადაც შეიძლება Google Cloud-ისთვის ბრძანებების შეყვანა და ის ყველა სამუშაოს ჩვენს ნაცვლად შეასრულებს. ეს მეთოდი მეორე ვარიანტის ყველა შესაძლებლობას ინარჩუნებს, მაგრამ განთავსებას აჩქარებს, თუ საჭირო ბრძანებების თანმიმდევრობა იცით, ამიტომ ეს ჩვენი საყვარელი მეთოდია.
მეოთხე და ყველაზე რთული მეთოდია Docker-ის გამოყენებით ხელით განთავსება. მას ირჩევენ იმ შემთხვევებში, როდესაც ბიზნესი ინფრასტრუქტურაზე სრულ კონტროლს მოითხოვს ან ალტერნატიული Cloud სერვერების გამოყენებას გეგმავს, როგორიცაა Amazon Web Services (AWS), Microsoft Azure ან საკუთარი ფიზიკური სერვერები.
ალტერნატივების არსებობის მიუხედავად, Server-Side Tagging-ისთვის ყველაზე იდეალურ გარემოდ სწორედ Google Cloud რჩება. ეს განპირობებულია Google-ის ეკოსისტემის ყველა პროდუქტთან უწყვეტი ნატიური ინტეგრაციით, ტრაფიკის ზრდის დროს ავტომატური მასშტაბირებით, Cloud ინფრასტრუქტურის მაღალი საიმედოობითა და უშუალოდ Google Tag Manager-ის ინტერფეისიდან განთავსების შესაძლებლობით.
განთავსების 4 მეთოდის დეტალური მიმოხილვა
- ავტომატური დანერგვა (1-click GTM-ში):
- სირთულე: მინიმალური (დამწყებთათვის).
- თავისებურებები: იდეალურად შეეფერება ტეგების გაგზავნისა და დამუშავების პირველადი ტესტირებისთვის.

- ხელით კონფიგურაცია Google Cloud Run GUI-ში:
- სირთულე: საშუალო.
- თავისებურებები: სპეციალისტებს საშუალებას აძლევს დააკონფიგურირონ საკუთარი ქვედომენი, ზუსტად დააყენონ სერვერების გეოლოკაცია (რაც ადგილობრივი მომხმარებლებისთვის დაყოვნებას ამცირებს) და დეტალურად დაარეგულირონ CPU-ს, RAM-ისა და ინსტანსების რაოდენობის ლიმიტები.

- დანერგვა Cloud Shell-ის (CLI) საშუალებით:
- სირთულე: საშუალო / ტექნიკური სპეციალისტებისთვის.
- თავისებურებები: საშუალებას იძლევა გარემო რამდენიმე ბრძანების ან ავტომატიზაციის მზა სკრიპტების დახმარებით განთავსდეს.

- კონტეინერიზაცია Docker-ის საშუალებით (Multi-cloud / On-Premise):
- სირთულე: მაღალი (მოითხოვს DevOps-ის ექსპერტიზას).
- თავისებურებები: იძლევა პლატფორმის არჩევის სრულ თავისუფლებას – AWS, Azure, DigitalOcean ან კომპანიის საკუთარი ფიზიკური სერვერები (On-Premise), უსაფრთხოების ყველაზე მკაცრი შიდა პოლიტიკების დასაცავად.

4. SST-ის შიდა არქიტექტურა და ტექნიკური შესაძლებლობები
სერვერული ანალიტიკის ფუნქციონირების საერთო სქემა მოვალეობების მკაფიო გამიჯვნაზეა აგებული. მომხმარებლის ბრაუზერი 1 პირველად მოთხოვნას აგზავნის GTM-ის Web-კონტეინერში, რომელიც მას დაუყოვნებლივ გადაამისამართებს Cloud გარემოში განთავსებულ GTM Server კონტეინერში. თავად სერვერული კონტეინერი ამუშავებს ინფორმაციას და აგზავნის მას საჭირო ანალიტიკურ და სარეკლამო პლატფორმებზე.

სერვერული კონტეინერი არის GTM-ის იზოლირებული გარემო, რომელიც Cloud სერვერზე მუშაობს. მისი მთავარი შიდა ელემენტია კომპონენტი სახელწოდებით Client. კლიენტი ერთგვარი „თარჯიმნის“ როლს ასრულებს. ის ბრაუზერიდან შემომავალ HTTP-მოთხოვნას იღებს, მის სტრუქტურას ამოიცნობს და გარდაქმნის მონაცემთა ერთიან ობიექტად – Event Data Object-ად. შემდეგ ეს ობიექტი გადაეცემა ყველა კონფიგურირებულ სერვერულ თეგს, GA4-ში, DV360-ში, Google Ads-ში ან Meta-ში. ამის წყალობით ხორციელდება მთავარი არქიტექტურული პრინციპი: ბრაუზერიდან 1 შემომავალი მოთხოვნა მუშავდება 1 კლიენტის მიერ და იგზავნება რამდენიმე ტეგზე, ამასთან მომხმარებლის ბრაუზერმა არც კი იცის, კონკრეტულად რომელმა სერვისებმა მიიღეს ეს მონაცემები.
სერვერული გარემო ხსნის ტექნიკურ შესაძლებლობებს, რომელთა რეალიზებაც ჩვეულებრივ ბრაუზერში პრინციპულად შეუძლებელია: კონფიდენციალური მონაცემებისა და საიდუმლოებების ჰეშირება, მონაცემების ბიზნეს-კონტექსტით გამდიდრება CRM-დან და პერსონალური მონაცემების (PII) დაცვა.
ამ არქიტექტურაში უაღრესად მნიშვნელოვან როლს First-party კონტექსტი ასრულებს. თუ ვებ-საიტი yourdomain.com დომენზე მუშაობს, მაშინ Google Cloud Run-ის საშუალებით პირდაპირ GTM-ის ინტერფეისიდან ავტომატური განთავსებისას (განთავსების პირველი ვარიანტი, რომელიც ზემოთ განვიხილეთ) სერვერისთვის ავტომატურად მინიჭებული მისამართი, მაგალითად abc123.uc.a.run.app, ბრაუზერების მიერ მესამე მხარის დომენად (3rd-party) აღიქმება. ამის გამო Safari-ში ITP-ის დაცვის ალგორითმები cookie-ფაილების მოქმედების ვადას 1-7 დღემდე ამცირებს ან მათ სრულად ბლოკავს.
როდესაც სერვერი კომპანიის საკუთარ ქვედომენზე (მაგალითად, sst.yourdomain.com) ხელით Google Cloud Run-ში ან Cloud Shell-ში ბრძანების სტრიქონის საშუალებით განთავსდება (ზემოთ განხილული განთავსების მე-2 და მე-3 ვარიანტები), ის First-party დომენის სტატუსს იძენს. ასეთ შემთხვევაში cookie-ფაილები ბრაუზერების მიერ უსაფრთხოდ ინახება 2 წლამდე და სრულად არის დაცული ბლოკერებისგან.
სერვერული კონტეინერის ძირითადი ელემენტები (Client, Event Data, Tags)
Server GTM-ში მონაცემთა შიდა ნაკადი სამი თანმიმდევრული ეტაპისგან შედგება:
- Client (კლიენტი): ამუშავებს ბრაუზერიდან შემომავალ HTTP-მოთხოვნას. ის აანალიზებს URL-ს, ჰედერებსა და მოთხოვნის სხეულს (body) და გარდაქმნის მათ სტანდარტულ ფორმად.
- Event Data Object (მოვლენის მონაცემთა ობიექტი): სერვერის შიგნით მონაცემთა ერთიანი ფორმატი. ის შეიცავს მოვლენის სახელს, მის პარამეტრებს (ფასი, currency, პროდუქტის ID) და მომხმარებლის იდენტიფიკატორებს.
- Server Tags (სერვერული ტეგები): მოდულები, რომლებიც იღებენ Event Data Object-ს და აგზავნიან მას საჭირო კონექტორზე (მაგალითად, webhook-ს Meta CAPI-ში ან HTTP-მოთხოვნას GA4-ში).
ამ სქემის მთავარი უპირატესობა: მომხმარებლის ბრაუზერიდან აგზავნით მხოლოდ 1 მოთხოვნას 5-10-ის ნაცვლად, ხოლო სერვერი უკვე პარალელურად აგზავნის მას 5 სხვადასხვა პლატფორმაზე ვიზიტორის მოწყობილობაზე დამატებითი დატვირთვის გარეშე.
5. SST-ის კონფიგურაციის ეტაპობრივი ალგორითმი
ტრადიციული ბრაუზერული თრექინგიდან სერვერულ გარემოზე გადასვლა ექვსი ეტაპისგან შედგება:
- პირველ ეტაპზე Google Tag Manager-ის ანგარიშში იქმნება ახალი კონტეინერი, მაგრამ Web-ის ნაცვლად ვირჩევთ Server-ს. მას ვებ-საიტზე დასამატებელი კოდის სნიპეტი არ აქვს – ის სერვერზე ცხოვრობს. ამ მომენტიდან თქვენს ანგარიშში ორი კონტეინერია: ჩვეულებრივი Web და ახალი Server. ისინი ერთად მუშაობენ – web აგზავნის მონაცემებს, server იღებს და ამუშავებს მათ.

2. მეორე ეტაპზე Google Cloud Run-ში Cloud სერვერის განთავსება ხდება – ავტომატურად GTM-ის ინტერფეისიდან ტესტირებისთვის ან ხელით / ტერმინალის საშუალებით სამუშაო პროექტის განსათავსებლად.

- ხელით განთავსებისას თავად შევდივართ Google Cloud Console-ში, ვქმნით ახალ Cloud Run სერვისს, ვუთითებთ მზა GTM image-ს და ვუკავშირებთ მას ჩვენს server container-ს. ეს გვაძლევს რეგიონის არჩევის შესაძლებლობას – უკრაინასა და ევროპაში კლიენტებისთვის ვირჩევთ Frankfurt-ს ან Belgium-ს, რათა დაყოვნება მინიმუმამდე დავიყვანოთ. აქვე ვაყენებთ production-ისთვის ინსტანსების მინიმალურ რაოდენობას.

- ვააქტიურებთ Google Cloud-ის საჭირო სერვისებს, ვქმნით ახალ Google Cloud Run სერვისს მზა GTM image-ით, ვაკონფიგურირებთ დატვირთვის ბალანსერსა და SSL-სერტიფიკატს ჩვენი ქვედომენისთვის. ეს ერთხელ კეთდება და დაახლოებით ერთ საათს იკავებს. ამის შემდეგ სერვერი ავტონომიურად მუშაობს და მუდმივ ყურადღებას არ საჭიროებს.

- სერვერის განთავსების შემდეგ ვბრუნდებით GTM-ში და server container-ის პარამეტრებში ვუთითებთ მისამართს (Server container URLs). ამ მომენტიდან GTM-მა იცის, სად უნდა გაგზავნოს და საიდან მიიღოს მონაცემები.

- შემდეგ ვხსნით Preview Mode-ს server container-ში და იმავე ბრაუზერით შევდივართ ვებ-საიტზე. თუ Preview-ში შემომავალი მოთხოვნები ჩნდება – სერვერი მონაცემებს იღებს, რაც ნიშნავს, რომ ყველაფერი სწორად არის კონფიგურირებული.

3. მესამე ეტაპი DNS-პანელში საკუთარი First-party ქვედომენის მიბმას ეთმობა. დამკვეთისგან საჭიროა ქვედომენის სახელის მოფიქრება – ჩვეულებრივ ეს არის sst. ან analytics. პლუს ვებ-საიტის დომენი და საკუთარი ადმინისტრატორისთვის ან ჰოსტინგ-პროვაიდერისთვის მოთხოვნის გაგზავნა DNS ჩანაწერის დასამატებლად, რომელიც ჩვენს სერვერზე მიუთითებს. ჩვეულებრივ ამას 5–10 წუთი სჭირდება. ჩვენი მხრიდან ვაერთებთ ქვედომენს Cloud Run-თან და ვაახლებთ GTM-ს.

4. მეოთხე ეტაპზე ხდება მონაცემთა ნაკადის გადამისამართება: GTM-ის Web-კონტეინერში Google Tag-ს ვამატებთ პარამეტრს server_container_url ჩვენი ქვედომენის მისამართის მნიშვნელობით.

მნიშვნელოვანი მომენტი – ძველ ტრეკინგს დაუყოვნებლივ არ ვთიშავთ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის პარალელურად მუშაობს, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ სერვერული ნაკადი იმავე მონაცემებს გადასცემს.
5. მეხუთე ეტაპი მოიცავს თეგების (GA4, DV360, Google Ads, Meta CAPI) გადატანასა და კონფიგურაციას სერვერულ კონტეინერში.

6. დასკვნით, მეექვსე ეტაპზე ტარდება საფუძვლიანი ტესტირება Server GTM Debug Mode-ისა და DevTools-ის საშუალებით. Server Container Preview აჩვენებს შემომავალ HTTP-მოთხოვნებს, რომელმა Client-მა დაამუშავა ისინი, რომელი თეგები გააქტიურდა და სრულ Event Data ობიექტს ყველა პარამეტრით. პარალელურად ვამოწმებთ ბრაუზერის DevTools-ში – მოთხოვნები უნდა მიდიოდეს თქვენს ქვედომენზე და არა google-analytics.com-ზე, ხოლო cookie-ფაილები თქვენი დომენიდან უნდა იყოს დაყენებული.
როდესაც ორივე შემოწმება გავლილია – ვაქვეყნებთ და ვუშვებთ სისტემას.
6. ფინანსური მოდელი და ინფრასტრუქტურის კონტროლი
Google Cloud-ში Server-Side Tagging-ის ღირებულება გამოითვლება სერვერებზე ფაქტობრივი დატვირთვის, HTTP-მოთხოვნების რაოდენობისა და თქვენი აუდიტორიის გეოგრაფიის საფუძველზე.
ვებ-საიტის ტრეფიკის მოცულობიდან გამომდინარე, სავარაუდო ყოველთვიური ხარჯები ასე ნაწილდება:
- სატესტო თრექინგისთვის საკმარისია 1 ავტომატური ინსტანსი, რომლის ბიუჯეტიც თვეში $50-მდეა.
- მცირე საიტებისთვის საჭიროა 2-3 ინსტანსი, რომელთა ღირებულებაც თვეში დაახლოებით $100-150-ს შეადგენს.
- საშუალო პროექტებს სჭირდებათ 3-დან 6-მდე ინსტანსი, ხარჯები კი $150-300-ის დიაპაზონშია.
- მაღალი დატვირთვის რესურსებისთვის, 6 და მეტი ინსტანსის რაოდენობის შემთხვევაში, ბიუჯეტი თვეში $300-დან იწყება.
მონიტორინგის რეკომენდაცია: Cloud Run Reports-ის პანელის საშუალებით სერვერის დატვირთვის მონიტორინგისას რეკომენდებულია დამატებითი ინსტანსების დამატება (ან ავტომატური მასშტაბირების ზღვრის კორექტირება), თუ პროცესორის საშუალო დატვირთვა (CPU Utilization) 60%-ს აჭარბებს. ეს ქმნის სიმძლავრის საჭირო რეზერვს მაღალი პასუხის სიჩქარის უზრუნველსაყოფად და ვიზიტორების პიკური ზრდის დროს დაყოვნებების თავიდან ასაცილებლად.
7. SST-ის კონფიგურაცია CoobX-ისგან
Server-Side Tracking-ის კონფიგურაცია იწყება მიმდინარე ვებ-ანალიტიკის დეტალური აუდიტით. ამ ეტაპზე გაანალიზებულია, ზუსტად როგორ არის კონფიგურირებული Google Tag Manager, რა მონაცემები გროვდება და გადაეცემა სარეკლამო და ანალიტიკურ პლატფორმებს, ვაშორებთ ზედმეტს და გამოვყოფთ იმას, რაც სერვერზე უნდა გადავიტანოთ.
ვაშენებთ Cloud ინფრასტრუქტურას: ვქმნით GTM-ის სერვერულ კონტეინერს და ვუშვებთ მას საიმედო Google Cloud Run-ის საფუძველზე.
ქვედომენის მიერთება: დამკვეთთან ერთად კონფიგურირდება First-party დომენი, რომლის საშუალებითაც მონაცემები გადაიცემა, რათა cookie-ფაილები ბრაუზერებმა უსაფრთხოდ აღიქვან და სრულად იყვნენ დაცული ბლოკერებისგან.
ძირითადი პლატფორმების თეგების გადატანა: ვუერთებთ სერვერს GA4-ს, Floodlight-ს, ვაკონფიგურირებთ Meta-ს ან Google Ads-ს.
თრექინგის მთელი სისტემის ტესტირება და ვერიფიკაცია: მოწმდება მოვლენების გადაცემის სისწორე, რათა დავრწმუნდეთ, რომ მოვლენები შეცდომების, დანაკარგებისა და დუბლიკატების გარეშე მოდის და სარეკლამო ალგორითმების მიერ კამპანიების ოპტიმიზაციისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს.
დასკვნითი ეტაპი – წვდომებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის გადაცემა დამკვეთისთვის. შედეგად დამკვეთი იღებს სრულ კონტროლს ანალიტიკის ახალ ინფრასტრუქტურაზე.
Server-Side Tagging აუცილებელი ინფრასტრუქტურული ცვლილებაა ნებისმიერი performance-გუნდისა თუ სააგენტოსთვის. სერვერულ თრექინგზე გადასვლა საშუალებას იძლევა აღვადგინოთ დაკარგული კონვერსიები, შევამციროთ კლიენტის მოზიდვის ღირებულება (CPA), დავაჩქაროთ ვებ-საიტი და უზრუნველვყოთ თანამედროვე privacy-სტანდარტებთან სრული შესაბამისობა.
კომპანია CoobX არის ოფიციალური Google Cloud Sell & Service Partner უკრაინაში. დაგვიკავშირდით, თუ გსურთ Server-Side Tagging-ის კონფიგურაცია Google Cloud-თან სპეციალური პირობებით ოფიციალური Google Cloud Sell & Service Partner-ისგან და ასევე Google Cloud-ის ყველა შესაძლებლობის გააქტიურება მარკეტინგისთვის.
მასალა მომზადებულია CoobX-ის – ოფიციალური Google Cloud Sell & Service Partner–ის ვებინარების საექსპერტო მასალების საფუძველზე.


