დიჯითალ სიახლეები: ინსაითები, პროდუქტის განახლებები და სიახლეები
მიიღეთ უახლესი ინფორმაცია ინტერნეტ რეკლამის სამყაროს შესახებ
გაფილტვრა:
პროდუქტები: ქვეყნები: რეკლამის ტიპები: ყველაფრის წაშლა
გაფილტვრა
Home / Google / Demand Gen Display & Video 360-ში: როგორ შექმნათ ეფექტური კამპანიები 2026 წელს

Demand Gen Display & Video 360-ში: როგორ შექმნათ ეფექტური კამპანიები 2026 წელს

Demand Gen Display & Video 360-ში: როგორ შექმნათ ეფექტური კამპანიები 2026 წელს

2026 წელს Demand Gen არის ინსტრუმენტი, რომელიც მომხმარებლის ყურადღებას აქტიურ მოთხოვნად გარდაქმნის. იმის ნაცვლად, რომ ბრენდი მხოლოდ უკვე დაინტერესებულ აუდიტორიას მიჰყვებოდეს, Demand Gen თავად ქმნის ინტერესს – ვიზუალური კონტენტის, მომხმარებლის ქცევის სიგნალებისა და AI-ის დახმარებით, რაც YouTube-ზე, Discover-სა და Gmail-ში ერთიან ზრდის სისტემად მუშაობს.

2026 წელს Demand Gen არის ინსტრუმენტი, რომელიც მომხმარებლის ყურადღებას აქტიურ მოთხოვნად გარდაქმნის. იმის ნაცვლად, რომ ბრენდი მხოლოდ უკვე დაინტერესებულ აუდიტორიას მიჰყვებოდეს, Demand Gen თავად ქმნის ინტერესს – ვიზუალური კონტენტის, მომხმარებლის ქცევის სიგნალებისა და AI-ის დახმარებით, რაც YouTube-ზე, Discover-სა და Gmail-ში ერთიან ზრდის სისტემად მუშაობს.

რატომ ხდება Demand Gen 2026 წლის სარეკლამო სტრატეგიების საფუძველი 

Demand Gen-ის ძირითადი ფასეულობა დღეს Google-ის ხელოვნური ინტელექტისა და ვიზუალური სთორითელინგის კომბინაციაშია. ეს მიდგომა საშუალებას გვაძლევს არა მხოლოდ ვიმუშაოთ არსებულ მოთხოვნასთან, არამედ ჩამოვაყალიბოთ იგი, რაც გავლენას ახდენს მომხმარებლის არჩევანზე გადაწყვეტილების მიღების ადრეულ ეტაპებზე.

სტატიაში განვიხილავთ Demand Gen-ის ძირითად შესაძლებლობებს 2026 წელს: გლობალურად ხელმისაწვდომ ფუნქციონალებს, ეფექტური კრეატივების შექმნის პრინციპებსა და აუდიტორიის advanced signaling-ს, first-party data-ს გამოყენებიდან lookalike სეგმენტების შექმნამდე. ყურადღებას გავამახვილებთ ბიდინგის სტრატეგიებზე, performance metrics-სა და კამპანიის გაშვების პრაქტიკულ ასპექტებზე.

მოდით განვიხილოთ, თუ რატომ გახდა Demand Gen ასეთი პოპულარული და მოთხოვნადი ედვერთაიზერებს შორის.

Demand Gen-ის კონცეფცია: პროდუქტის გლობალური ევოლუცია და მასშტაბირებადი  შესაძლებლობები

Google/Ipsos Video & Social Impact Study-ის უახლესი მონაცემების მიხედვით, Google-ის სარეკლამო ინსტრუმენტები მომხმარებლის გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის უპრეცედენტო დონეს აჩვენებს.

კვლევის ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი 87%-ია. ეს არის იმ ინტერნეტ მომხმარებლების წილი, რომლებმაც ახალი პროდუქტები ან ბრენდები YouTube-ზე ან Google Discovery feed-ში აღმოაჩინეს და კონტენტის ნახვის შემდეგ სამიზნე მოქმედება შეასრულეს.

ეს ადასტურებს, რომ აღნიშნული პლატფორმები awareness-ის შექმნის უბრალო ინსტრუმენტები აღარ არის, ისინი სრულფასოვან conversion driver-ებად გადაიქცა.

Demand Gen შექმნილია იმისთვის, რომ awareness კამპანიებსა და პირდაპირ გაყიდვებს შორის არსებული სივრცე შეავსოს და upper funnel და lower funnel ერთიან ეკოსისტემაში გააერთიანოს. Demand Gen შექმნილია იმისთვის, რომ awareness კამპანიებსა და პირდაპირ გაყიდვებს შორის არსებული სივრცე შეავსოს და upper funnel და lower funnel ერთიან ეკოსისტემაში გააერთიანოს. 2026 წელს ამ კამპანიის ტიპმა Display & Video 360-ში (DV360) მიიღო არაერთი გლობალური განახლება, რომლებიც უკვე ყველა ბაზარზეა ხელმისაწვდომი. მისი მთავარი საფუძველი user intent signals-ია, რაც რეკლამების ყველაზე შესაბამის მომენტში ჩვენებას უზრუნველყოფს.

ხშირად ჩნდება კითხვა: „ხომ არ გადაიყვანს Demand Gen იმ მომხმარებლებს, რომლებიც ისედაც Search-ის საშუალებით მოგვძებნიდნენ?“ Google-ის შიდა კვლევა მკაფიო პასუხს იძლევა: Demand Gen-ის მიერ გენერირებული კონვერსიების 68% მოდის იმ მომხმარებლებზე, რომლებსაც ბოლო 30 დღის განმავლობაში თქვენი Search რეკლამები საერთოდ არ უნახავთ.

ეს ნიშნავს, რომ შედეგების ორ მესამედზე მეტი სრულიად ახალი მომხმარებლებისგან შედგება. ეს ადამიანები არ ეძებდნენ აქტიურად თქვენს ბრენდს ან სერვისს, ჩვენ თავად მივაღწიეთ მათ, გავუჩინეთ ინტერესი და მივიყვანეთ სამიზნე მოქმედებამდე, ტრადიციული Search არხის გვერდის ავლით.  სწორედ ეს არის ის, რასაც ადრე „funnel expansion“-ად მოვიხსენიებდით.


მაგრამ როგორ უნდა მოიზიდოთ ადამიანი, რომელსაც ყიდვაზე არც კი უფიქრია? 

პასუხი სწორად დაგეგმილ სცენარებსა და პრაქტიკაში უკვე დამტკიცებულ მეთოდოლოგიებშია.

კრეატიული სტრატეგია: როგორ შექმნათ ეფექტური კონტენტი

პლატფორმა აუდიტორიასთან წვდომას უზრუნველყოფს, თუმცა სწორედ კრეატივი განსაზღვრავს, გადაიქცევა თუ არა ეს რეალურ მოგებად. Nielsen Catalina Solutions-ის მონაცემებით, სარეკლამო კამპანიის წარმატების სტრუქტურაში კრეატივი №1 ფაქტორია და საერთო ROI-ის 49%-ს განსაზღვრავს. შედარებისთვის, მედია დაგეგმვას (თარგთირებას და სიხშირეს) 30% უკავია, ხოლო ბრენდის სიძლიერე – 21%-ს.

ეს ნიშნავს, რომ ფინანსური წარმატების თითქმის ნახევარი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ხედავს მომხმარებელი ეკრანზე. როდესაც ფასების ავტომატიზაციის ალგორითმები (როგორიცაა Maximize Conversions ან Target CPA) საკუთარ თავზე ტექნიკური ოპტიმიზაციის ამოცანებს იღებენ, კრეატივები კონკურენციის მთავარ სფეროდ იქცევა.

განსაკუთრებული ყურადღება ვიდეო კონტენტს უნდა მიექცეს. Ekimetrics-ის კვლევა ადასტურებს, რომ სუსტი კრეატივიდან YouTube-ისთვის სპეციალურად ოპტიმიზებულ კრეატივზე გადასვლას შეუძლია 2.2-ჯერ გაზარდოს ROI.

ამრიგად, მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად, ედვერთაიზერებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ არა მხოლოდ ბიდინგის სტრატეგიის არჩევაზე, არამედ კონტენტის პლატფორმასთან სიღრმისეულ ადაპტაციაზეც. მაღალი ეფექტიანობის ვიზუალური შეთავაზებებისა და YouTube-ის მასშტაბური reach-ის კომბინაცია დღეს ბიზნესის მასშტაბირების და ინვესტიციიდან მოგების მკვეთრად გაზრდის უსწრაფესი გზაა.

მასშტაბირება Demand Gen-ით: სად და როგორ პოულობს სისტემა თქვენს აუდიტორიას

სარეკლამო მესიჯის ეფექტურობა და მისი გავლენა ROI-ზე პირდაპირ დამოკიდებულია იმ კონტექსტზე, რომელშიც მომხმარებელი შეხვდება ბრენდს. ამ მხრივ, Demand Gen-ის ტიპის კამპანიები ევოლუციურ ნახტომს წარმოადგენს, რაც ედვერთაიზერებს ერთი ინტერფეისის ფარგლებში Google-ის ეკოსისტემის უმაღლესი ხარისხის და ვიზუალურად ყველაზე მრავალფეროვან ინვენტარზე წვდომას უზრუნველყოფს.

Demand Gen-ის მთავარი უპირატესობაა იმ პლატფორმების უწყვეტი დაფარვა, სადაც მომხმარებლები ყველაზე მეტ დროს ატარებენ ინსპირაციის ძიების პროცესში ან გასართობი კონტენტის ყურებისას. ხელმისაწვდომი ინვენტარი მოიცავს:

●   ვიდეოფორმატების დომინაცია: რეკლამა ინტეგრირებულია სწრაფად მზარდ YouTube Shorts-ში, კლასიკურ სტრიმინგებსა და YouTube in-feed ფორმატში. ეს უზრუნველყოფს ბრენდის გამოჩენას მომხმარებლის ყველაზე ჩართულ touchpoint-ებში.

●   პერსონალიზებული ფიდები: Google Discover და Gmail-ის ინტერფეისი ბრენდს მომხმარებლის პერსონალურ სივრცეში ბუნებრივ ინტეგრაციას უზრუნველყოფს,  გარემოში, სადაც კონტენტის მიმართ ნდობა ტრადიციულად უფრო მაღალია.

●   მაქსიმალური reach: Google Display Network-ის (GDN) სტრატეგიას დამატებით მასშტაბს სძენს პარტნიორ პლატფორმებზე ფართო reach-ის საშუალებით, ხოლო Google Maps-თან დაანონსებული ინტეგრაცია funnel-ს გეოგრაფიულ კონტექსტსაც დაამატებს.

Demand Gen-ის ტექნოლოგია ედვერთაიზერებს საშუალებას აძლევს, დამოუკიდებლად განსაზღვრონ ფლეისმენთებზე კონტროლის დონე. სისტემის ინტერფეისი გთავაზობთ არჩევანს: სრული ავტომატიზაციიდან (All Google Inventory), სადაც Google-ის ალგორითმები დამოუკიდებლად განსაზღვრავენ საიტების ყველაზე ეფექტურ კომბინაციებს მიზნის მისაღწევად, კონკრეტული წყაროების ხელით შერჩევამდე (Selected Inventories).

ეს მოქნილობა, პრემიუმ ინვენტარზე წვდომასთან ერთად, ხაზს უსვამს Demand Gen-ის ძირითად მისიას: არა მხოლოდ რეკლამის ჩვენება, არამედ მომხმარებლების პოვნა იმ მომენტში და იმ პლატფორმაზე, სადაც ისინი ყველაზე მეტად არიან მიდრეკილნი მიზანმიმართული ქმედების განხორციელებისკენ. სწორედ ეს ტექნიკური საფუძველი იძლევა კრეატივების პოტენციალის 100%-იანი რეალიზაციისა და კონვერსიების იმ მაჩვენებლების მიღწევის საშუალებას, რომლებიც დღეს ბაზრის ლიდერებისთვის სტანდარტად იქცევა.

YouTube Shorts-ის დომინირება

ძირითადი აქცენტი მოკლე ვიდეოებზე გადადის. 9:16 ფორმატი (YouTube Shorts) უკვე საბაზისო სტანდარტად იქცა: კლასიკური რეკლამებისგან განსხვავებით, სადაც პროდუქტი პირველივე წამიდან ცენტრალური ელემენტია, დღეს ბევრად ეფექტურია მისი რეალურ ცხოვრებაში, ბუნებრივ კონტექსტში თითქმის შემთხვევით ჩვენება.
როგორ შევქმნათ ვიდეო, რომელიც YouTube Shorts-ის უნიკალურ DNA-ს შეესაბამება:

  • Native: ვიდეო უნდა ჰგავდეს ორგანულ, მომხმარებლის მიერ შექმნილ კონტენტს. თუ ვიდეო ზედმეტად დახვეწილ სატელევიზიო რეკლამას ჰგავს, მაყურებელი მაშინვე გამოტოვებს მას.
  • ავთენტური: პროდუქტი ნაჩვენები უნდა იყოს იმ კულტურულ კონტექსტში, რომელიც კონკრეტული რეგიონის სამიზნე აუდიტორიისთვის ნაცნობია.
  • პერსონალიზებული: ვიდეოს მთავარი პერსონაჟი პირდაპირ უნდა მიმართავდეს მაყურებელს, ეს ქმნის პირადი კომუნიკაციის ეფექტს.
  • დინამიური: Shorts-ში გრძელი შესავლებისთვის დრო არ არსებობს. ვიდეოს პირველივე 1-3 წამში ძლიერი Hook არის საჭირო. დინამიური მონტაჟი, სწრაფი კადრები და რიტმული მუსიკა ყურადღების ბოლომდე შენარჩუნებაში ეხმარება.
  • სოციალური: კონტენტი, რომელიც იწვევს დისკუსიას, კომენტარებს ან ვიდეოს მეგობრებთან გაზიარების სურვილს.

●   “ABCD” სტანდარტი

კრეატივის შექმნის ეფექტური მიდგომა შეიძლება აღიწეროს “ABCD” სტანდარტის გამოყენებით:

  •  A (Attention) – ყურადღების მიპყრობა უცბად, პირველივე კადრებიდან
  •  B (Branding) – ბრენდის ნარატივში ორგანულად ჩართვა
  •  C (Connection) – ემოციის გამოწვევა ან მკაფიო გადაწყვეტის შეთავაზება
  •  D (Direction) – მოქმედებისკენ მკაფიო მოწოდება (CTA)

●       კრეატივების ვარიაციულობა

გლობალური მოთხოვნების თანახმად, ავტომატიზირებული A/B ტესტირების სწორად მუშაობისთვის რეკომენდებულია მინიმუმ 3 ვიდეო ვარიაციის (ჰორიზონტალური, კვადრატული, პორტრეტული) და მინიმუმ 10 სურათის ატვირთვა.

განცხადება 1: ვერტიკალური ვიდეოს დამატება Demand Gen-ის ტიპის კამპანიებში Shorts-ის კონვერსიებს 35%-ზე მეტით ზრდის.

განცხადება 2: საშუალოდ, ედვერთაიზერებმა, რომლებმაც Demand Gen კამპანიებში ვიდეო და image asset-ები ერთად ატვირთეს, მხოლოდ ვიდეოს გამოყენებასთან შედარებით 20%-ით მეტი კონვერსია ჰქონდათ იმავე cost-per-action (CPA)-ის პირობებში.

Demand Gen-ის ტიპის კამპანიებში, source material-ების (ასეტების) ხარისხი და მრავალფეროვნება განსაზღვრავს მთელი ავტომატიზაციის საბოლოო ეფექტურობას. იმისათვის, რომ Google-ის ალგორითმებმა YouTube-სა და Discover-ზე ყველა მომხმარებლისთვის იდეალური რეკლამა შექმნან, ედვერთაიზერებმა “მრავალფორმატიანი” სტრატეგია უნდა დაიცვან.

1. ტექსტური კომპონენტი: ლაკონურობა და ვარიაციუულობა

Demand Gen-ში ტექსტი უნდა იყოს ადაპტირებული მოხმარების სხვადასხვა სცენარზე. რეკომენდებულია, გამოიყენოთ:

●   სხვადასხვა სიგრძის ჰედლაინები: სწრაფი შეტყობინებებისთვის ძალიან მოკლედან (<15 სიმბოლო) დეტალურამდე (<90 სიმბოლო).

●   დესქრიფშენები: 60-90 სიმბოლოს ფარგლებში, რაც უზრუნველყოფს ყველა ზომის ეკრანზე კითხვადობას.

2. ვიზუალური კონტენტი: სურათები და ლოგოები

მაქსიმალური reach-ის მისაღებად, სისტემა საშუალებას გაძლევთ ატვირთოთ 20-მდე ვიზუალი თითო რეკლამაზე. მნიშვნელოვანია პროპორციების ბალანსის შენარჩუნება: თითოეული ფორმატისთვის უნდა გქონდეთ მინიმუმ სამი ვარიანტი – ჰორიზონტალური (600×314), კვადრატული (300×300) და ვერტიკალური (480×600). ბრენდის სწორად საჩვენებლად ლოგო მაღალი გარჩევადობით (1200×1200 პიქსელი) უნდა იყოს წარმოდგენილი.

3. ვიდეოები: კონვერსიების ზრდის მთავარი ბერკეტი

ვიდეო Demand Gen-ის მნიშვნელოვანი ნაწილია. ექსპერტები რეკომენდაციას უწევენ მინიმუმ სამი ვიდეოს დამატებას სხვადასხვა ხანგრძლივობისა და ფორმატის მიხედვით (ვერტიკალური, კვადრატული, ჰორიზონტალური). აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია mobile-first ადაპტაცია. სტატისტიკის მიხედვით, კამპანიაში vertical ვიდეოს დამატება YouTube Shorts-ში 35%-ზე მეტ conversion uplift-ს იწვევს.

ოპტიმალური მიქსი (Optimal Asset mix)

კამპანიის საბოლოო წარმატება ოთხი ელემენტის ციკლურ ურთიერთქმედებაზეა აგებული: ტექსტი, ვიდეოები, ვიზუალები და ლოგო. როდესაც სისტემას მაღალი ხარისხის ასეტების სრულ კომპლექტს აწვდით, მას შესაძლებლობას აძლევთ ჩაატაროს უსასრულო რაოდენობის ტესტი და იპოვოს ზუსტად ის კომბინაცია, რომელიც თქვენი ბიზნესისთვის ყველაზე მაღალ ROI-ს მოიტანს.

კონტენტის მრავალფეროვნებაში ინვესტირება საწყის ეტაპზევე ყველაზე მარტივი გზაა იმისთვის, რომ Google-ის AI-მა თავისი პოტენციალი მაქსიმალურად გამოიყენოს.

გამოიყენეთ Product Feed-ები და გადააქციეთ YouTube თქვენს ვირტუალურ მაღაზიად

ამ გადაწყვეტის მთავარი უპირატესობაა Google-ის AI-ის გამოყენება პროდუქტების დინამიურად საჩვენებლად. სისტემა უბრალოდ შემთხვევით პროდუქტებს არ აჩვენებს, ის თქვენი კატალოგიდან ირჩევს იმ პოზიციებს, რომლებიც მოცემულ მომენტში ყველაზე მეტად შეესაბამება კონკრეტული მომხმარებლის ინტერესებს.

Demand Gen-ში Product Feed-ის მუშაობის მექანიკა ეფუძნება განზრახვის სიღრმისეულ ანალიზს:

●   დინამიური ჩვენება: ალგორითმები აანალიზებენ მომხმარებლის ქცევას და სარეკლამო ბლოკში ჩასვამენ შესაფერის პროდუქტის ბარათებს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის კონვერსიის ალბათობას.

●   იმერსიული გამოცდილება: ფიდის ინტეგრაციით, რეკლამები ორგანულად გამოიყურება ყველა ძირითად შეხების წერტილში – YouTube Shorts-იდან და სტრიმინგიდან დაწყებული, Discover feed-ში და Gmail-ის ინტერფეისში.

●       კონვერსიის 33%-ით ზრდა: აღმოჩნდა, რომ სრულყოფილი Demand Gen-ის ტიპის კამპანიები, რომლებიც ფიდებში პროდუქტების ფართო ასორტიმენტს იყენებენ, კონვერსიების საშუალოდ ერთი მესამედით ზრდას აჩვენებენ. ეს ხაზს უსვამს სისტემის ალგორითმებისთვის დიდი რაოდენობით მონაცემების მიწოდების მნიშვნელობას რელევანტური შეთავაზებების შესარჩევად.

●      ეფექტურობა tROAS-ის გამოყენებით: მაშინაც კი, როდესაც კამპანია მკაცრ profitability target-ზეა ოპტიმიზებული (tROAS), product feed-ების ინტეგრაცია საშუალოდ 20%-იან conversion ზრდას უზრუნველყოფს.

როგორ გაამრავალფეროვნოთ Creative Asset Mix?

იმისთვის, რომ ალგორითმებს მიეცეს საკმარისი მრავალფეროვნება ეფექტური ტესტირებისთვის და რეკლამები სხვადასხვა აუდიტორიის ინტერესებზე მოერგოს, რეკომენდებულია შემდეგი მიქსი:

1. ვიდეო კონტენტი (4 ძირითადი ვიდეო)

სტრატეგია გულისხმობს სხვადასხვა ტიპისა და ფორმატის გამოყენებას:

●   Testimonials (გამოხმაურებები): ორი ვიდეო (ერთი 16:9 ჰორიზონტალური ფორმატით, მეორე 1:1 კვადრატული ფორმატით), რომელთა ხანგრძლივობა 20-45 წამია. ეს ე.წ. Social proof-ს და აძლიერებს ბრენდისადმი ნდობას.

●   Creator Content: ერთი ვერტიკალური ვიდეო (9:16) 30 წამზე მეტი ხანგრძლივობით. იდეალურია YouTube Shorts-ისთვის.

●   How To (ინსტრუქციები): ერთი ვერტიკალური ვიდეო (9:16) 30 წამზე მეტი ხანგრძლივობით, რომელიც აჩვენებს პროდუქტის სარგებელს ან ფუნქციონალს.

2. გრაფიკული კონტენტი (4 ძირითადი ვიზუალი)

აქცენტი კეთდება Product Lifestyle Shot-ზე, სურათებზე, სადაც პროდუქტი რეალურ გამოყენებაში ჩანს. სეტი უნდა შეიცავდეს ყველა ძირითად პროპორციას:

●       კვადრატი (1:1) – უნივერსალური ფორმატი.

●       ჰორიზონტალური (1.91:1) – Native რეკლამისა და Google Feed-ისთვის.

●       პორტრეტული (4:5) – მობილური ფიდებისთვის.

●       ვერტიკალური (9:16) – full-screen მობილური ფლეისმენთებისთვის.

ასეტების ბიბლიოთეკის ეს სტრუქტურა ადრე ნახსენები პრინციპების ლოგიკური გაგრძელებაა:

1. ROI-ის მაქსიმიზაცია: ამ სეტით, თქვენ ფარავთ კამპანიის წარმატების 49%-ს, რაც კრეატივზეა დამოკიდებული.

2.ადაპტირება: ფორმატების მრავალფეროვნება სისტემას საშუალებას აძლევს გამოიყენოს მთელი არსებული ინვენტარი: YouTube Shorts-დან Gmail-სა და Discover-მდე.

3.CPA-ის შემცირება: როგორც ადრე აღვნიშნეთ, ერთ კამპანიაში ვიდეოებისა და კრეატივების გაერთიანება კონვერსიებს საშუალოდ +20%-ით ზრდის იგივე ხარჯებით.

თარგეთირება და აუდიტორიები: მონაცემების და Lookalike სეგმენტებთან გამოყენება

2026 წელს Demand Gen-ში აუდიტორიის თარგეთირების სიზუსტე მნიშვნელოვნად გაიზარდა first-party data-სთან ინტეგრაციის დახმარებით. ედვერთაიზერებს შეუძლიათ არსებული მომხმარებლის მონაცემების გამოყენება ალგორითმების დასატრენინგებლად და რეალურ დროში მაღალი რელევანტურობის მქონე ახალი სეგმენტების პოვნად.

●   Lookalike სეგმენტები

ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ იპოვოთ მომხმარებლები, რომელთა ქცევაც შეესაბამება თქვენს არსებულ მყიდველებს. შეგიძლიათ აირჩიოთ reach-ის დონე: Narrow (მაქსიმალური მსგავსება), Balanced ან Broad (მაქსიმალური მასშტაბირება).

●   Interests და Intent
Custom Intent აუდიტორიები საშუალებას გაძლევთ, ტარგეტირება დაუმიზნოთ მომხმარებლებს, რომლებმაც უკვე გამოხატეს ინტერესი მსგავსი პროდუქტების ან კატეგორიების მიმართ. ეს დაგეხმარებათ, მოთხოვნის გენერირების ეტაპზევე დაუკავშირდეთ თქვენს აუდიტორიას და გაზარდოთ კონკურენცია მომხმარებლის ყურადღებისთვის.

●   არსებული კლიენტების გამორიცხვა

გლობალური ფუნქცია, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თქვენი ტეფიკის მოზიდვის ბიუჯეტი მხოლოდ ახალ მომხმარებლებზე დაიხარჯოს და გამორიცხავს უკვე არსებული მყიდველების აუდიტორიას.

აუდიტორიის სწორი სეგმენტაცია ზრდის რეკლამის რელევანტურობას, თუმცა სტაბილური შედეგებისთვის აუცილებელია ეფექტური ბიდინგის სტრატეგიით მისი შევსება.

ოპტიმიზაცია და ბიდინგი: ეფექტიანობის მაქსიმიზაცია ავტომატურ რეჟიმში

2026 წელს ეფექტურობა ალგორითმებისადმი ნდობაზეა აგებული. DV360-ის Demand Gen სხვადასხვა ბიზნეს მიზნების მისაღწევად სამ ძირითად სატენდერო სტრატეგიას გთავაზობთ. სტრატეგიის შერჩევა თქვენი ბიზნესისთვის პრიორიტეტის შერჩევას ნიშნავს.

Demand Gen-ის ტიპის კამპანიების ეფექტურობა პირდაპირ დამოკიდებულია ბიდინგის ალგორითმის არჩევანზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ბიზნეს მიზნებსა და მონაცემების სრულყოფილების დონეს. Display & Video 360 (DV360) პლატფორმა ედვერთაიზერებს სთავაზობს მოქნილ ინსტრუმენტებს, რომელიც საშუალებას იძლევა გადავიდნენ მარტივი რაოდენობრივი მეტრიკებიდან კონვერსიის ღირებულების სიღრმისეულ ოპტიმიზაციაზე.

კამპანიის ეფექტურად დასაწყებად, ალგორითმის არჩევანი დამოკიდებულია თქვენს მიზნებსა და მიმდინარე ანალიტიკურ პარამეტრებზე:

●   Maximize Conversions (მაქსიმალური კონვერსიები): რეკომენდებულია საწყის ეტაპზე, თუ უკვე გაქვთ conversion tracking (Floodlight) და საკმარისი მონაცემები.
ალგორითმი ცდილობს მაქსიმალური კონვერსიების მიღებას ბიუჯეტის ფარგლებში

●   Target CPA:  გამოიყენება მაშინ, როცა გაქვთ მკაფიო KPI კონვერსიის ღირებულებაზე. უმჯობესია ჩართოთ მას შემდეგ, რაც კამპანია გაივლის learning phase-ს Maximize Conversions-ზე და ექნება სტაბილური მონაცემთა ნაკადი.

●   Maximize Clicks: გამოიყენება მაშინ, როცა ჯერ არ გაქვთ conversion tracking ან მთავარი მიზანი არის reach და ტრეფიკი. აოპტიმიზირებს მაქსიმალური clicks-ის მისაღებად.

●   Maximize Conversion Value: მიზანი არის არა იაფი ლიდების მოძიება, არამედ მომხმარებლები, რომლებიც მეტს ხარჯავენ. ალგორითმი ეძებს ყველაზე მაღალი ღირებულების კონვერსიებს.

●   Target ROAS: წინა სტრატეგიის უფრო მკაცრი ვერსიაა.
თქვენ ადგენთ ROI მიზანს (მაგ. $1 → $5 უკუგება). სისტემა რეალურ დროში ათასობით სიგნალს აანალიზებს და მხოლოდ იმ აუქციონებზე დებს ბიდს, სადაც მიზნის მიღწევის ალბათობა მაღალია. თუ სისტემამ ვერ იპოვა შესაბამისი აუქციონები, ბიუჯეტი შეიძლება სრულად არ დაიხარჯოს.

Smart Bidding-ის აქტივაციის პირობები

Maximize Conversion Value-ის ან Target ROAS-ის თავიდანვე ჩართვა შეუძლებელია. ამ უფრო რთული ბიდინგის სტრატეგიების გასააქტიურებლად, სისტემა მკაცრ მოთხოვნებს აწესებს მონაცემების ხარისხსა და რაოდენობაზე. ამ სტრატეგიებზე გადასასვლელად საჭიროა მინიმალური მონაცემების დაგროვება – მინიმუმ 30 კონვერსია (ღირებულებით) ბოლო 30 დღის განმავლობაში, საკმარისი “signal” მოცულობა სტაბილური ოპტიმიზაციისთვის.

იმისათვის, რომ ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები ეფექტურად მუშაობდეს, ინვესტიციის მოცულობა უნდა შეესაბამებოდეს არჩეული ბიდინგის სტრატეგიას, ამიტომ მნიშვნელოვანია დაგეგმვისას შემდეგი ბიუჯეტის ზღვრების დაცვა:

●   Target CPA (tCPA): რეკომენდებული დღიური ლიმიტი უნდა იყოს მინიმუმ 15-ჯერ მეტი თქვენს მიერ განსაზღვრულ tCPA-ზე (და არანაკლებ $100 დღეში თითო ad group-ზე). ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია „cold start“-ის თავიდან ასაცილებლად, როდესაც სისტემა არასაკმარისი ბიუჯეტის გამო ვერ აღწევს მიზნებს.

●   Target ROAS (tROAS): სტაბილური მუშაობისთვის რეკომენდებულია, რომ დღიური ბიუჯეტი დაახლოებით 20-ჯერ აღემატებოდეს ერთი კონვერსიის საშუალო ღირებულებას. სწრაფი machine learning-ისთვის იდეალურია მინიმუმ $500 დღეში.

●   Max Conversions & Max Conversion Value: დღიური ბიუჯეტი 15-ჯერ უნდა აღემატებოდეს მოსალოდნელ CPA-ს. სტაბილური შედეგი მიიღწევა მაშინ, როდესაც ad group დონეზე დაგროვდება „magic number“ – 50 კონვერსია.

●   Max Clicks: მინიმალური საწყისი ზღვარი იწყება დღეში $100-დან. ტრეფიკის ხარისხის გასაუმჯობესებლად რეკომენდებულია ამ სტრატეგიის Optimized Targeting-თან კომბინაცია.

ამ საბიუჯეტო რეკომენდაციების დაცვა გარანტიას იძლევა, რომ სისტემა მიიღებს საკმარის სიგნალებს სწორად ფუნქციონირებისა და ბიზნეს მიზნების მისაღწევად.


ხელოვნური ინტელექტით მართულ კამპანიებში მდგრადი შედეგების მისაღწევად, ედვერთაიზერებმა უნდა დაიცვან მოქმედებების მკაცრი თანმიმდევრობა, კამპანიის სტრუქტურაში ქაოტური რედაქტირების მინიმუმამდე დაყვანით.

ალგორითმებთან მუშაობის ძირითადი პრინციპები:

სისტემის თვითსწავლების ეფექტურობა რამდენიმე ფუნდამენტურ წესს ემყარება:

●   მონაცემთა კონსოლიდაცია: დაბალი აქტივობის მქონე ad group-ები (30-ზე ნაკლები კონვერსია 30 დღის განმავლობაში) უნდა გაერთიანდეს. ეს საშუალებას აძლევს სისტემას უფრო სწრაფად დააგროვოს „critical mass“ – სიგნალების საკმარისი მოცულობა ოპტიმიზაციისთვის.

●   პარამეტრების სტაბილურობა: საწყის ეტაპზე აუცილებელია კამპანიის სტრუქტურასა და თარგეთირების პარამეტრებში ცვლილებების მინიმუმამდე დაყვანა. ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილება აჩერებს learning პროცესს და ალგორითმს თავიდან აწყებინებს ოპტიმიზაციას.

●   დროის ფაქტორი: Demand Gen-ის ალგორითმებს ადაპტაციისთვის დრო სჭირდებათ. რეკომენდებულია ოპტიმიზაციისგან თავის შეკავება პირველი 2 კვირის განმავლობაში ან სანამ არ მიაღწევთ 50 კონვერსიის ზღვარს.

  • შედეგების სრული შეფასების ჩატარება მიზანშეწონილია გაშვებიდან 4-6 კვირის შემდგომ.

Demand Gen კამპანიის Lifecycle:

1. კამპანიის გაშვება: საწყისი ეტაპი, რომელიც მოითხოვს მაღალი ხარისხის ასეტების მომზადებას.

2. სწავლების პერიოდი (~2 კვირა): პირველადი სტატისტიკის დაგროვების ფაზა.

3. ოპტიმიზაციის პერიოდი (4–6 კვირა): მინიმალური რეკომენდებული პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ალგორითმებს უნდა მიეცეთ მუშაობისა და ოპტიმიზაციის დრო ღრმა ანალიზამდე.

4. კონვერსიების მოლოდინი: გაითვალისწინეთ კონვერსიის ფანჯრის სპეციფიკა (პროდუქტის სირთულისა და მომხმარებლის გადაწყვეტილების მიღების ციკლის მიხედვით).

5. მასშტაბირება და გაუმჯობესება: ეტაპი, სადაც უკვე დადასტურებულ მონაცემებზე დაყრდნობით ხდება კამპანიის გაუმჯობესება, მასშტაბირება და წარმატებული შედეგების გამეორება.

გამოიყენეთ Planner ბიუჯეტის გამოყენების სხვადასხვა სცენარის მოდელირებისთვის

1. ისტორიულ მონაცემებზე დაფუძნებული პროგნოზირება

Planner აანალიზებს მილიარდობით წარსულ აუქციონს და თქვენი წინა კამპანიების შედეგებს. სისტემა აგენერირებს performance curve-ებს, რომლებიც აჩვენებს, როგორ მოქმედებს ბიუჯეტის ცვლილება reach-ზე, impressions-ზე ან conversions-ზე. გრაფიკზე ჩანს „inflection point“ – გაჯერების მომენტი, როდესაც ბიუჯეტის დამატებითი ზრდა უკვე აღარ იძლევა შედეგების პროპორციულ ზრდას (diminishing returns-ის პრინციპი).

2. “What-If” სცენარების მოდელირება

შეგიძლიათ სხვადასხვა პარამეტრი გამოცადოთ რეალური თანხის დახარჯვის გარეშე. უბრალოდ მიუთითებთ ბიუჯეტს და სისტემა გაჩვენებთ მოსალოდნელ reach-ს ან კონვერსიების რაოდენობას.

Target Metrics – ასევე შეგიძლიათ განსაზღვროთ კონკრეტული მიზანი. მაგალითად, 2 მილიონ უნიკალურ მომხმარებელზე გასვლა და Planner ავტომატურად გამოთვლის, რა ბიუჯეტი იქნება ამისთვის საჭირო.

როგორ გავზომოთ Demand Gen-ის ეფექტიანობა?

2026 წელს Demand Gen-ის წარმატება გაიზომება არა მხოლოდ პირდაპირი კლიკებით, არამედ მისი გავლენით შეძენისკენ მომხმარებლის მთელ გზაზე, რაც შეიძლება კვირები გაგრძელდეს.

სტრატეგიის განხორციელების ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის მარკეტინგის საერთო ეფექტურობაზე Demand Gen-ის გავლენის შეფასება. რადგან ეს ფორმატი funnel-ის ზედა და შუა ნაწილში მუშაობს, მისი ღირებულება ხშირად პირდაპირ კლიკებს სცდება. Google გვთავაზობს მტკიცებულებების სამ დონეს, რათა შევაფასოთ Demand Gen-ის კამპანიების წვლილი მარკეტინგის საერთო შედეგებში:

1. Assisted Conversions (Assistive Value)

Attribution reports-ის გამოყენება საშუალებას გაძლევთ დაინახოთ, რა როლს ასრულებს Demand Gen მრავალსაფეხურიან conversion path-ში.

●   რას უნდა მიაქციოთ ყურადღება: ქმნის თუ არა Demand Gen დამატებით ღირებულებას მომხმარებლის საბოლოო შეძენის გზაზე და მომხმარებლის გზის (customer journey) რომელ ეტაპზე ხდება ეს?

2. Complementary Contribution (Full Funnel Impact)

ახალი ტიპის რეპორტი – Full Funnel Impact Report – შექმნილია Demand Gen-ის სინერგიის დემონსტრირებისთვის სხვა ტიპის კამპანიებთან, როგორიცაა Performance Max და Search.

●   რას უნდა მიაქციოთ ყურადღება: ეხმარება თუ არა Demand Gen სრულიად ახალი მომხმარებლების მიღწევაში. რეპორტი აანალიზებს აუდიტორიის overlap-ს სხვა კამპანიებთან და ამტკიცებს, რომ Demand Gen უბრალოდ არსებულ reach-ს არ იმეორებს, ის რეალურად აფართოებს funnel-ს.

3. Incremental Value-ის გაზომვა (Conversion Lift)

ყველაზე ზუსტი შეფასების მეთოდია Conversion Lift studies (კონვერსიების ზრდის კვლევები). ეს ინსტრუმენტი საშუალებას გაძლევთ, გამოყოთ კონკრეტული კამპანიის გავლენა და განსაზღვროთ კონვერსიების რაოდენობა, რომლებიც არ მოხდებოდა Demand Gen-ის გარეშე.

Data-driven მიდგომა Demand Gen-ში: პლატფორმების სეგმენტაცია და post-view ეფექტის შეფასება

სურათზე ასახულია პლატფორმის რეპორტის რეალური მაგალითი, ​​რაც DV360-ის გამჭვირვალობის დონეს აჩვენებს.
ზემოთ მოცემულ ცხრილში ნაჩვენებია ტრეფიკის დეტალური სეგმენტაცია. DV360 ყველა წყაროს უბრალოდ „Google“-ის კატეგორიაში არ აერთიანებს, არამედ მკაფიოდ განასხვავებს ტრეფიკის წყაროებს და აჩვენებს, ვიზიტები მოდიოდა თუ არა YouTube-დან, Discover-დან ან partner inventory-დან third-party exchange-ების საშუალებით (მაგალითად OneTag ან Adman).

App/URL სვეტში შესაძლებელია ზუსტად ნახოთ, რომელ ვებსაიტებსა და აპლიკაციებში გამოჩნდა თქვენი რეკლამა. მოცემულ მაგალითში დამატებულია ჩვენებები და კლიკები, თუმცა რეპორტის კონფიგურაცია შესაძლებელია ნებისმიერი KPI-ის შესაბამისი მეტრიკით.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში ნაჩვენებია conversion attribution მოწყობილობის ტიპის მიხედვით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სმარტფონები სრულად დომინირებენ: 11 000-ზე მეტი “გვერდის ნახვის” კონვერსია მობილური მოწყობილობებიდან მოხდა, ხოლო დესკტოპებიდან მხოლოდ დაახლოებით ასი.

შემდეგი რეპორტი საშუალებას გვაძლევს გავანალიზოთ ეფექტურობა კონკრეტულად YouTube-ზე. ზემოთ მოცემულ ცხრილში ვხედავთ სტატისტიკას ფორმატის მიხედვით. ეს საშუალებას გვაძლევს, დავინახოთ ტრეფიკის განაწილება: ჩვენებების რა წილი მოდიოდა Shorts-დან, In-Feed-დან და In-Stream-დან.
ასევე ხელმისაწვდომია სპეციალური ვიდეო მეტრიკები. მაგალითად, In-Stream-თვის შეგიძლიათ გაზომოთ Complete Views (სრული ვიდეო ნახვების რაოდენობა), ხოლო In-Feed-ისა და Shorts-თვის – დაწკაპუნებებისა და ურთიერთქმედებების რაოდენობა.

როგორ გავზარდოთ სიგნალების შეგროვება Demand Gen ალგორითმების ეფექტური სწავლებისთვის 

 

[მაქსიმალურად გამოიყენეთ სიგნალები

მონაცემთა წყაროების დაკავშირების შემდეგ, უზრუნველყავით რაც შეიძლება მეტი სიგნალის გადაცემა, რათა სისტემამ მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოს

01. Website event measurement-ის გაძლიერება

მიაწოდეთ მაქსიმალური ინფორმაცია შემდეგი პარამეტრებიდან რაც:

  • gCLID / dCLID
  • Hashed PII (aka EC for Web)
  • Braid
  • IP address
  • Session Attributes
  • Transaction ID
  • [SA360 & DV360] Match ID

02 Website event data-ის გამდიდრება non-website event data-ით

დარწმუნდით, რომ მაქსიმალური რაოდენობით გადაიცემა შემდეგი პარამეტრები:

  • gCLID / dCLID
  • Hashed PII (aka EC for Leads)
  • Braid
  • IP address
  • Session Attributes
  • Transaction ID
  • [SA360 & DV360] Match ID

03 Website და non-website event data-ის ღირებული მონაცემებით გამდიდრება

მიაწოდეთ მაქსიმალური ინფორმაცია შემდეგი პარამეტრებიდან რაც: 

  • Actual value
  • Predictive value
  • Customer lifetime value]

იმისათვის, რომ Google-ის ალგორითმებმა ეფექტურად განსაზღვრონ სამიზნე აუდიტორია და დააოპტიმიზირონ შეთავაზებები, ედვერთაიზერებმა უნდა უზრუნველყონ მაღალი ხარისხის მონაცემების უწყვეტი ნაკადი.

ალგორითმის სწავლების პროცესი დაყოფილია სამ კრიტიკულ ეტაპად:

ნაბიჯი 1: Website Event Measurement-ის გაძლიერება

პირველადი მიზანია მაქსიმალურად ზუსტი თრექინგის გამართვა. რაც უფრო მეტ ტექნიკურ იდენტიფიკატორს მიიღებს სისტემა, მით უფრო მაღალია ატრიბუციის სიზუსტე. რეკომენდებულია, გადასცეთ:

●   იდენტიფიკატორები: gCLID/dCLID, Braid и Match ID (SA360 & DV360-თვის).

●   Privacy-safe მონაცემები: Hashed PII (ჰეშირებული პერსონალური მონაცემები ან Enhanced Conversions ვებისთვის).

●   კონტექსტუალური მონაცემები: IP მისამართები, Session attributes და უნიკალური Transaction ID-ები დუბლირების თავიდან ასაცილებლად.

ნაბიჯი 2. მონაცემების გამდიდრება გარე სიგნალებით

ამ ეტაპზე, ვებსაიტის მონაცემებს ემატება ოფლაინ წყაროებიდან ან CRM სისტემებიდან მიღებული ინფორმაცია.

●   ეს საშუალებას აძლევს სისტემას დაინახოს სრული funnel, მათ შორის offline კონვერტირებული ლიდებიც (Enhanced Conversions for Leads). გამოიყენება იგივე იდენტიფიკატორები (gCLID, ჰეშირებული მონაცემები) ონლაინ ხედვის საბოლოო გარიგების დახურვასთან დასაკავშირებლად.

ნაბიჯი 3. მონაცემების Value Metrics-ით გაჯერება

რაოდენობრივიდან თვისებრივ მეტრიკაზე სისტემას უბრალოდ conversion event-ს აღარ აწვდით – გადასცემთ მის რეალურ „ღირებულებას”. გამოიყენთ ერთ-ერთი მიდგომა:

●   Actual value: ტრანზაქციის რეალური ღირებულება

●   Predictive value: მოსალოდნელი ღირებულება შეძენის ალბათობის მიხედვით

●   Customer Lifetime Value (LTV): სისტემას ეხმარება იპოვოს გრძელვადიანად ყველაზე ღირებული მომხმარებლები

მაღალი ხარისხის signals-ის გარეშე საუკეთესო creative-იც კი ვერ მიაღწევს ბიზნეს KPI-ებს. სამივე ეტაპის დანერგვა კამპანიას უბრალო reach ინსტრუმენტიდან აქცევს ინტელექტუალურ profit-seeking სისტემად.

2026 წელს Transaction ID-ისა და Hashed PII-ის გადაცემა უკვე „data hygiene“-ის სტანდარტად ითვლება, ეს ედვერთაიზერებს საშუალებას აძლევს cookie-ების შეზღუდვებს გვერდი აუარონ და წარმატებით გამოიყენონ Value-Based Bidding სტრატეგიები, რომლებიც წინა სექციებში განვიხილეთ.

როგორ გამოიყენოთ შეგროვებული სიგნალები Google AI-თან ერთად

როდესაც საკმარისი რაოდენობის სიგნალები შეგროვდება, აუცილებელია მათი აქტივაცია.

შეგროვებული სიგნალების გააქტიურება შეიძლება დაიყოს სამ ფუნქციურ ბლოკად:

1. Google Attribution

მიზანია სისტემისთვის მომხმარებლის გზის შესახებ გამჭვირვალე მონაცემების მიწოდება:

●   DDA-ს (Data-Driven Attribution) ჩართვა: ძველი მოდელებიდან მონაცემებზე დაფუძნებულ ატრიბუციაზე გადასვლა, რომელიც აფასებს თითოეული კლიკის წვლილს.

●   Conversion Window-ის დაყენება: CTC (Click-Through Conversion) – კონვერსიის ჩათვლა კლიკიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში, EVC (Engaged-View Conversion) – კონვერსიის ატრიბუცია ვიდეოს ნახვის შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, VTC (View-Through Conversion) – კონვერსიის ატრიბუცია creative impression-ის შემდეგ განსაზღვრულ პერიოდში.

●   VTC ოპტიმიზაცია: კონვერსიის ატრიბუცია creative impression-ის შემდეგ განსაზღვრულ პერიოდში.

2. აუდიენციის გააქტიურება (Audience activation)

მონაცემების გამოყენება reach-ის მასშტაბირებისთვის:

●   1P Data (First-party data): არსებული მონაცემების გააქტიურება Customer Match-ისა და tag-based audience-ების საშუალებით.

●   AI-driven Lookalikes: ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ახალი მომხმარებლების მოსაძებნად, რომლებიც თქვენს არსებულ მომხმარებლებს ქცევით ჰგვანან.

●   Optimized Targeting: სისტემას შესაძლებლობას აძლევს გავიდეს შერჩეული სეგმენტების ფარგლებს გარეთ, როცა მაღალი კონვერსიის პოტენციალი იკვეთება

●   Customer Lifecycle Goals: სისტემისთვის სხვადასხვა მომხმარებლის განსხვავებული ღირებულების განსაზღვრა, განსაკუთრებით New Customer Acquisition (NCA)-ის პრიორიტეტიზაცია.

3. კამპანიები და ბიდინგი (Campaigns & bidding)

performance მიმართულებების საბოლოო ფორმირება:

●       კონვერსიების კატეგორიზაცია: სამიზნე ქმედებების მკაფიო დაყოფა მნიშვნელობის მიხედვით.

●       Value-based bidding: ბიდინგის სტრატეგიების მოცულობიდან (Maximize Conversions) ფასეულობაზე (Maximize Value) გადასვლა, რათა ალგორითმებმა ყველაზე მომგებიანი ტრანზაქციები მოძებნონ.

●       App-conversions: მობილური აპლიკაციის მფლობელებისთვის აუცილებელია ბიდინგის ოპტიმიზაცია in-app conversions-ზე, რათა web და app გარემოებში მონაცემთა მთლიანობა შენარჩუნდეს.

დასკვნა: როგორ შეინარჩუნოთ ბაზრის ლიდერობა 2026 წელს

2026 წელს Display & Video 360-ის Demand Gen-მა საბოლოოდ დაიმკვიდრა თავი, როგორც პერფორმანს მარკეტინგის სტრატეგიული ბირთვი. დღეს წარმატება აღარ განისაზღვრება მხოლოდ კამპანიის ტექნიკური მოწყობით; ის მონაცემთა გააქტიურების, სიღრმისეული ანალიტიკისა და მაღალი ხარისხის კრეატივის კვეთაზეა.

Attention Economy-ზე გადასვლა ბრენდებისგან მოქნილობას მოითხოვს. მრავალფორმატიანი ასეტების გამოყენება სისტემას საშუალებას აძლევს, უბრალოდ “რეკლამების ჩვენებაზე” მეტი გააკეთოს და მომხმარებლისთვის შექმნას ინტერაქციული გამოცდილება იმ მომენტებში, როდესაც იგი ყველაზე მეტად მზად არის რაიმე ახლის აღმოსაჩენად.

თუმცა, Demand Gen-ის სრული პოტენციალის გამოსაყენებლად, აუცილებელია სიგნალების შეგროვებისა და აქტივაციისადმი სერიოზული მიდგომა – დაწყებული ზუსტი on-site event tracking-ით და დასრულებული LTV (Lifetime Value) მონაცემების გადაცემით. სწორედ ეს გარდაქმნის Google AI-ს self-learning ეკოსისტემად, რომელიც ორიენტირებულია არა უბრალოდ „traffic“-ის მოზიდვაზე, არამედ რეალური ბიზნეს მოგების გენერირებაზე.

2026 წელს წარმატების საბოლოო ჩექლისტი:

●   ჩადეთ ინვესტიცია ვიდეო ასეტების უფრო ფართო ნაკრებში: Shorts ვიდეოები must-have ფორმატია და არა დამატებითი შესაძლებლობა.

●   ენდეთ ალგორითმებს, მაგრამ გადაამოწმეთ მონაცემებით: გამოიყენეთ Conversion Lift, რათა რეალურად შეაფასოთ Demand Gen-ის გავლენა მთლიან funnel-ზე.

●   ყურადღება გაამახვილეთ ღირებულებაზე: Maximize Conversions სტრატეგიებიდან გადადით Target ROAS-ზე მაშინვე, როდესაც დააგროვებთ სიგნალების საჭირო რაოდენობას (30+ კონვერსია).

Demand Gen არის ხიდი მომხმარებლის ინსპირაციასა და საბოლოო ქმედებას შორის. 2026 წელს გამარჯვებულები ისინი არიან, ვინც ამ ხიდს აშენებენ მაღალი ხარისხის მონაცემებსა და ვიზუალურად ავთენტურ კრეატივებზე დაყრდნობით.

Admixer Advertising ციფრული მარკეტინგის სფეროში სპეციალიზირებული საერთაშორისო კომპანიაა, რომელსაც ოფისები 11 ქვეყანაში აქვს და წარმოადგენს Google Marketing Platform-ის ოფიციალურ სეილსპარტნიორს. ჩვენ ვუზრუნველყოფთ მომხმარებელთა მხარდაჭერას და Google Marketing Platform-ზე მუშაობის ტრენინგებს ციფრული სააგენტოებისა და in-house გუნდებისთვის, ადგილობრივ ვალუტაში გადახდის შესაძლებლობით.
დაგვიკავშირდით, რათა ერთად შევქმნათ Demand Gen-ის ეფექტური სტრატეგია და თქვენი მარკეტინგული პერფორმანსი ახალ დონეზე ავიყვანოთ.

Scroll To Top