დიჯითალ სიახლეები: ინსაითები, პროდუქტის განახლებები და სიახლეები
მიიღეთ უახლესი ინფორმაცია ინტერნეტ რეკლამის სამყაროს შესახებ
გაფილტვრა:
პროდუქტები: ქვეყნები: რეკლამის ტიპები: ყველაფრის წაშლა
გაფილტვრა
Home / 1870 / Google Marketing Platform – კიდევ უფრო ახლოსაა: CoobX საქართველოში პირველ GMP ჰაბს უშვებს

Google Marketing Platform – კიდევ უფრო ახლოსაა: CoobX საქართველოში პირველ GMP ჰაბს უშვებს

რა არის Google Marketing Platform?


Google Marketing Platform არის მრავალფუნქციური გადაწყვეტა, რომელიც აერთიანებს რეკლამასა და ანალიტიკას, ბიზნესებისთვის თავიანთი აუდიტორიის უკეთ გასაგებად და მომხმარებლისთვის უფრო ეფექტური გამოცდილების შესაქმნელად.


როდესაც მარკეტინგი მრავალ არხზეა განაწილებული და მონაცემები სხვადასხვა სისტემაში ინახება, რთული ხდება იმის განსაზღვრა, რეალურად რა გავლენა აქვს მარკეტინგს ბიზნესის შედეგებზე. Google Marketing Platform დაგეხმარებათ ყველაფრის ერთ სივრცეში გაერთიანებაში – რეკლამის, ანალიტიკისა და მონაცემების. შედეგად, კომპანიები აღარ უყურებენ მხოლოდ ცალკეული არხების ფრაგმენტულ მეტრიკებს, არამედ იღებენ მკაფიო სურათს, თუ როგორ უწყობს მარკეტინგი ხელს გაყიდვებისა და შემოსავლის ზრდას.

წარმოვიდგინოთ დიდი e-commerce ბრენდი, რომელიც ტანსაცმელს ადგილობრივ ბაზარზე ყიდის. მისი მარკეტინგული მიქსი მოიცავს display ტრეფიკს ვებსაიტზე, მობილურ ტრეფიკს, სოციალურ მედიას, ვიდეო კამპანიებს YouTube-ზე, საძიებო რეკლამებს Google-ში და ასევე Digital Out-of-Home რეკლამას. ერთი შეხედვით, ეს სხვადასხვა წყაროა. თუმცა Google Marketing Platform-ში ისინი ერთიან ინტეგრირებულ ეკოსისტემად მუშაობს.

Campaign Manager 360 GMP-ის ბირთვს წარმოადგენს და საშუალებას გაძლევთ დააკონფიგურიროთ Floodlight თეგები ყველა ციფრული კამპანიის თრექინგისთვის – როგორც დისფლეი, ასევე სოციალური ქსელების. Display & Video 360 უზრუნველყოფს წვდომას პრემიუმ ინვენტარზე და ფაბლიშერებთან პირდაპირ მოლაპარაკებებს, რომლებიც Google Ads-ში ხელმისაწვდომი არ არის. Google Analytics 360 ინახავს ბოლო 50 თვის raw event-level მონაცემებს, რაც საშუალებას გაძლევთ გააანალიზოთ ტენდენციები და შექმნათ პროგნოზები მომავალი კამპანიებისთვის. ხოლო Studio საშუალებას მოგცემთ მარტივად შექმნათ HTML5 ბანერები, რომლებიც მყიდველების ყურადღებას მიიპყრობს.

Google Marketing Platform-ის გამოყენებით, კომპანიას შეუძლია აღმოაჩინოს ისეთი პატერნები, რომ მომხმარებლები, რომლებმაც პირველად ნახეს ბრენდის ვიდეო YouTube-ზე და შემდეგ მოძებნეს Google-ში, უფრო მეტად არიან მიდრეკილნი შესყიდვებისკენ. CTV-ზე რეკლამამ შეიძლება გაყიდვები მომენტალურად არ მოიტანოს, მაგრამ ეს არის მთავარი სტიმული, რის შემდეგაც მომხმარებლები ბრენდის შესახებ ინფორმაციის Google-ში მოძიებას იწყებენ.

მნიშვნელოვანია, რომ ეს დაკვირვებები მხოლოდ რეპორტებში არ რჩება. სისტემა ითვალისწინებს მიღებულ მონაცემებს და შეუძლია ბიუჯეტის გადანაწილება Custom Bidding-ის გამოყენებით, მათ შორის Weighted Conversions-ის გამოყენებით, ბიზნესის მიერ განსაზღვრული კონვერსიის ღირებულების საფუძველზე Display & Video 360-ის ალგორითმების ოპტიმიზაციისთვის. შედეგად, კომპანიები კამპანიის ეფექტიანობას აღარ აფასებენ მხოლოდ კლიკებით ან ჩვენებებით, არამედ რეალური გავლენით ROAS-ზე.

სწორედ ეს არის Google Marketing Platform-ის არსი: მედია, ანალიტიკა და ავტომატიზაცია ერთიან მექანიზმად მუშაობს. მარკეტინგის არხების დამოუკიდებლად მართვის ნაცვლად, ბიზნესებს შეუძლიათ გამოიყენონ ერთიანი სტრატეგია ზრდისთვის.

იმისათვის, რომ ეს ეკოსისტემა ბაზრისთვის უფრო გამჭვირვალე და გასაგები იყოს, CoobX -მა გამოუშვა პირველი GMP ჰაბი – სპეციალიზებული რესურსი, სადაც შეგიძლიათ გაიგოთ ყველაფერი Google Marketing Platform-ის შესახებ. ეს მარკეტერებს ეხმარება მუდმივად იყვნენ ინფორმირებული ყველაფერზე, რაც Google Marketing Platform-ს ეხება.

როგორც Google Marketing Platform-ის ოფიციალური სეილსპარტნიორი, CoobX 10 წელზე მეტია ბრენდებისა და სააგენტოებისთვის ყოვლისმომცველ გადაწყვეტებს ნერგავს. ახალი GMP ჰაბი არის ცოდნის სივრცე მარკეტოლოგებისთვის, მედიაბაიერებისთვის, ციფრული სააგენტოებისა და გუნდებისთვის, რომლებიც ეძებენ Google-ის ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტებს სამიზნე აუდიტორიამდე მისაღწევად.

არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, იყოთ ინფორმირებული GMP-ის ყველა სიახლის შესახებ. ღირებული რესურსებისა და სასწავლო მასალების მისაღებად ეწვიეთ CoobX-ის GMP ჰაბს.

Scroll To Top