CoobX არის Google Cloud-ის ოფიციალური Sell & Service Partner. ჩვენ გვიხარია, რომ გთავაზობთ მომსახურების სრულ ციკლს: მასშტაბირებადი cloud-გადაწყვეტილებების დაგეგმვას, დანერგვასა და მიგრაციას, ასევე სპეციალისტების ცოდნასა და ტექნიკურ მხარდაჭერას cloud-ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციისთვის.
მოსახერხებელი გადახდის სისტემა ლარში. 25-დღიანი post-payment. ფასდაკლებები, რომელთა შესახებაც ყველამ არ იცის.
იცვლება მხოლოდ გადახდის მეთოდი. Google Cloud-ის ადგილობრივი Google პარტნიორის მეშვეობით შეძენით იღებთ ზუსტად იმავე სერვისს, ზუსტად იმავე ოფიციალურ ფასად – თუმცა ახლა უკვე ქართული კონტრაქტებით, ყოველთვიური აქტებითა და გადახდის ისეთი პირობებით, როგორიც თქვენი ბიზნესისთვის არის მოსახერხებელი.

გადაიხადეთ თქვენს ვალუტაში 25 დღემდე გადავადებით
გადაიხადეთ თქვენთვის სასურველი ვალუტიდან ერთ-ერთში: ლარში, დოლარში ან ევროში, 25 დღემდე გადავადებული გადახდის პირობებით.

ასე მუშაობენ საქართველოში წამყვანი ტექნიკის მაღაზიები – მათ შორის Zoommer.

შეამცირეთ ინვოისი და არა მხოლოდ გადაიხადეთ იგი
ჩვენ ვაანალიზებთ თქვენს მოხმარებას და ვამცირებთ ზედმეტ ხარჯებს: ვარჩევთ რესურსების სწორ ტიპებს, ვთიშავთ იმას, რაც საჭირო არ არის და ვიყენებთ Committed Use Discounts-ს, ასევე ავტომატურ Sustained Use Discounts-ს.
ხშირად სწორედ აქ იმალება დანაზოგის ყველაზე დიდი პოტენციალი – გაცილებით მეტი, ვიდრე უბრალოდ გადახდის მეთოდის შეცვლით.
Get engineers, not tickets
გლობალური მხარდაჭერის რიგში ლოდინის ნაცვლად, მიიღებთ ადგილობრივ მხარდაჭერას ქართულ ენაზე.
თქვენი საჭიროებების ზრდასთან ერთად, ჩავრთავთ ჩვენს ტექნიკურ სპეციალისტებს მონაცემთა არქიტექტურის დასაგეგმად, BigQuery-სა და Data Studio-ში ანალიტიკის დასაყენებლად და Gemini-ზე AI-გადაწყვეტილებების შესაქმნელად.
საჭიროების შემთხვევაში, ასევე ვუზრუნველყოფთ თქვენი გუნდისა და ადმინისტრატორების დატრენინგებას
.

CoobX არის Google Cloud-ის სერტიფიცირებული პარტნიორი. ტექნიკური თვალსაზრისით, თქვენ არაფერს კარგავთ; ფინანსურად კი ზედმეტს არ იხდით. თქვენ უბრალოდ გვანდობთ გადახდების, დოკუმენტაციისა და მხარდაჭერის ყოველდღიური საკითხების მართვას.
ჩვენ დავთვლით თქვენს პოტენციურ დანაზოგს და გაჩვენებთ, როგორ იმუშავებს ეს კონკრეტულად თქვენი პროექტისთვის:


