ახალ ბაზრებზე შესვლა მოითხოვს მოთხოვნის, კონკურენციის, ლოკალური მომხმარებლის გამოცდილებისა და ბიზნესის მასშტაბირებისთვის მზადყოფნის ზუსტ შეფასებას. როგორც Google Ads Sales Representative და Google-ის საერთაშორისო ზრდის სააგენტოების პროგრამის (International Growth Agency Program – IGAP) მონაწილე, Coob Ads ეხმარება კომპანიებს შეაფასონ ბაზრის პოტენციალი, შეიმუშაონ ბაზარზე შესვლის სტრატეგიები და მიიღონ მხარდაჭერა Google Ads კამპანიების გაშვებასა და ოპტიმიზაციაში, რათა საერთაშორისო ზრდა მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით უზრუნველყონ.
ბიზნესის ზრდასთან ერთად, გარკვეულ ეტაპზე ჩნდება ახალი ბაზრების ათვისების საჭიროება. ერთ მომენტში ადგილობრივ ბაზარზე არსებული შესაძლებლობები შესაძლოა აღარ იყოს საკმარისი, რის გამოც კომპანიები იწყებენ ახალი ქვეყნების, აუდიტორიებისა და შემოსავლის წყაროების მოძიებას. თუმცა საერთაშორისო გაფართოება რთული პროცესია, რომელიც შესაძლებლობების დეტალურ შეფასებასა და სტრუქტურირებულ მომზადებას მოითხოვს.
ქვეყანა შეიძლება პერსპექტიულად გამოიყურებოდეს მზარდი მოთხოვნის, დიდი ონლაინ აუდიტორიის ან რეკლამის შედარებით დაბალი ღირებულების წყალობით. თუმცა, წარმატებული საერთაშორისო ექსპანსია დამოკიდებულია მრავალ სხვა ფაქტორზეც: კონკურენციის დონეზე, მომხმარებელთა ქცევაზე, ბრენდის ცნობადობაზე, საფასო პოლიტიკაზე, გადახდის ხელმისაწვდომ მეთოდებზე, ლოჯისტიკაზე, მომხმარებელთა მხარდაჭერასა და თავად ბიზნესის მზადყოფნაზე, იმუშაოს ახალ გარემოში.
ამიტომ, საერთაშორისო ზრდა მოითხოვს სისტემურ მიდგომას, რომელიც აერთიანებს ბაზრის ანალიტიკას, ბიზნეს სტრატეგიას, რეკლამასა და მუშაობას მომხმარებლის მთელ გზაზე (customer journey). სწორედ ამ მიდგომას ვიყენებთ Coob Ads-ში, როდესაც ვეხმარებით კომპანიებს არა უბრალოდ კამპანიების გაშვებაში ახალ ქვეყნებში, არამედ თანმიმდევრული და მონაცემებზე დაფუძნებული ზრდის სტრატეგიის შექმნაში.
როგორც Google Ads Sales Representative, ჩვენ მხარს ვუჭერთ სააგენტოებსა და ედვერთაიზერებს Google Ads-თან მუშაობის სხვადასხვა ეტაპზე: ვთავაზობთ ლოკალურ გამოცდილებას, სტრატეგიულ რეკომენდაციებს, ტრენინგებსა და პრაქტიკულ დახმარებას კამპანიების ეფექტურობის ასამაღლებლად.
ამასთან, ჩვენი მუშაობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ლოკალური ბაზრებით. ჩვენ ასევე ვეხმარებით კომპანიებს, რომლებიც გეგმავენ ახალ ქვეყნებში გასვლას ან უკვე არსებულ საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციების გაძლიერებას ცდილობენ.
Google International Growth Agency Program-ში (IGAP) ჩვენი მონაწილეობა გვაძლევს წვდომას დამატებით ბაზრის ინსაითებზე, სტრატეგიულ ჩარჩოებზე, სპეციალიზებულ ინსტრუმენტებსა და საერთაშორისო ექსპერტიზაზე. ეს რესურსები გვეხმარება უფრო ზუსტად შევაფასოთ ბაზრის პოტენციალი და შევიმუშაოთ უფრო ინფორმირებული ზრდის სტრატეგიები.
როგორ განვასხვავოთ პერსპექტიული ბაზარი უბრალოდ მიმზიდველისგან
დიდი აუდიტორია, მზარდი მოთხოვნა ან შედარებით დაბალი სარეკლამო ხარჯები ყოველთვის არ ნიშნავს, რომ კონკრეტული ბაზარი კონკრეტული ბიზნესისთვის სწორ არჩევანს წარმოადგენს. გაშვებამდე მნიშვნელოვანია გავიგოთ, რამდენად შეესაბამება პროდუქტი ადგილობრივ მოთხოვნას, რამდენად მზად არის კომპანია ახალ გარემოში ოპერირებისთვის და რა ფაქტორებმა შეიძლება იქონიოს გავლენა შედეგებზე.
Coob Ads-ში ვიწყებთ ბიზნესისა და მისი საერთაშორისო ზრდის პოტენციალის სრულყოფილი შეფასებით. ვაანალიზებთ კომპანიის მიზნებს, პროდუქტს, სამიზნე აუდიტორიას, ხელმისაწვდომ რესურსებს, მიმდინარე გეოგრაფიულ დაფარვას და წარსულ გამოცდილებას ადგილობრივ ბაზარს მიღმა.
შემდეგ ვადარებთ პოტენციურ ქვეყნებს ძირითად კრიტერიუმებზე დაყრდნობით, მათ შორის მოთხოვნის ზომასა და დინამიკას, მომხმარებლის საძიებო ქცევას, კონკურენციას, მომხმარებელთა ტენდენციებსა და ფართო ეკონომიკურ და ციფრულ გარემოს. ასევე ვითვალისწინებთ ენობრივ, კულტურულ, რეგულაციურ და ოპერაციულ ბარიერებს, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ბაზარზე შესვლის სიჩქარესა და ხარჯებზე.
IGAP-ის ინსტრუმენტები და მიდგომები საშუალებას გვაძლევს განვიხილოთ თითოეული ბაზარი არა იზოლირებულად, არამედ სხვა მიმართულებებთან შედარებით. ბიზნესის ამოცანებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია მეტი ყურადღება დავუთმოთ რეკლამის ღირებულებას, კატეგორიის პოტენციალს, მოთხოვნის სიმწიფეს, კონკურენტულ გარემოს ან გაშვების სირთულეს.
შედეგად, კომპანია იღებს არა უბრალოდ ქვეყნების სიას, არამედ პრიორიტეტების დასაბუთებულ სურათს: რომელი ბაზრები უნდა გამოიცადოს პირველ რიგში, სად იქნება საჭირო დამატებითი მომზადება და რომელი მიმართულებები არ შეესაბამება ჯერჯერობით ბიზნესის შესაძლებლობებსა და მიზნებს.
Go-to-market სტრატეგია თითოეული ბაზრისთვის
მეზობელი ან კულტურულად ახლოს მყოფი ქვეყნებიც კი შეიძლება მოითხოვდნენ სრულიად განსხვავებულ მიდგომებს.
მომხმარებლები სხვადასხვანაირად ეძებენ პროდუქტს, ადარებენ შეთავაზებებს, აფასებენ ბრენდის საიმედოობას და იღებენ შესყიდვის გადაწყვეტილებას. ერთ ბაზარზე გადამწყვეტი შეიძლება იყოს შეფასებები და ლოკალური გარანტიები, მეორეზე კი – გამჭვირვალე ფასი, მოსახერხებელი გადახდა ან შეკვეთის გაფორმების სიჩქარე.
ამიტომ, საერთაშორისო გაფართოება არ უნდა აიგოს ერთი სარეკლამო კამპანიის რამდენიმე ქვეყნისთვის მარტივ კოპირებაზე. კლიენტთან ერთად ჩვენ ვქმნით ცალკეულ go-to-market სტრატეგიას თითოეული პრიორიტეტული ბაზრისთვის, პროდუქტის თავისებურებების, სამიზნე სეგმენტების, ლოკალური მოთხოვნის, სეზონურობის, კონკურენტული გარემოს, ბიუჯეტისა და კომუნიკაციის ხასიათის გათვალისწინებით.
ამ ეტაპზე განვსაზღვრავთ, რომელი Google Ads გადაწყვეტილებები შეესაბამება კომპანიის მიზნებს, რა თანმიმდევრობით უნდა გაეშვას კამპანიები და რომელი მეტრიკებით შეფასდება შედეგები. მიდგომა დამოკიდებულია არა მხოლოდ ბაზრის პოტენციალზე, არამედ ბრენდის ცნობადობის დონეზეც. ერთ ქვეყანაში კომპანიას შესაძლოა უკვე არსებული საძიებო მოთხოვნის ათვისება შეეძლოს, ხოლო სხვა ქვეყანაში თავდაპირველად საჭირო გახდეს ცნობადობის გაზრდა, პროდუქტის ღირებულების კომუნიკაცია ან მომხმარებლისთვის ახალი კატეგორიის გაცნობა.
ჩვენი ამოცანაა შევქმნათ სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს არა მხოლოდ პოტენციური აუდიტორიის ზომას, არამედ ბაზრის რეალურ მზადყოფნას მიიღოს შეთავაზება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ თავად ბიზნესი იყოს მზად უზრუნველყოს მომხმარებლებისთვის სერვისის ჩვეული დონე – რეკლამასთან პირველი კონტაქტიდან დაწყებული, შესყიდვამდე და ბრენდთან შემდგომ ურთიერთქმედებამდე.
ლოკალიზაცია, როგორც მომხმარებლის გამოცდილების ნაწილი
ახალ ბაზარზე შესვლისას ლოკალიზაცია ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე მხოლოდ რეკლამებისა და ვებგვერდის ენის ადაპტაცია. აუდიტორიის ზუსტად განსაზღვრისა და კარგი სარეკლამო მოთხოვნის არსებობის შემთხვევაშიც კი, შედეგი დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ჩვეული და მოსახერხებელი რჩება მომხმარებლისთვის ბრენდთან ურთიერთქმედების მთელი გზა.
ამიტომ, მომზადების ეტაპზე ჩვენ ვუყურებთ არა მხოლოდ კომუნიკაციას, არამედ იმასაც, თუ როგორ აღიქმება შეთავაზება ლოკალურ კონტექსტში. მნიშვნელოვანია გამოცდილება, ფასის გამჭვირვალობა, გადახდის ჩვეული მეთოდები, მიწოდებისა და დაბრუნების გასაგები პირობები, ნდობის ლოკალური სიგნალები და მომხმარებელთა მხარდაჭერის ხელმისაწვდომობა.
IGAP-ის მიდგომები საშუალებას იძლევა, ეს ელემენტები განხილულ იქნას საერთაშორისო ზრდის საერთო სტრატეგიის ნაწილად. რეკლამას შეუძლია ეფექტურად მოიყვანოს აუდიტორია საიტზე, მაგრამ შემდგომი კონვერსია დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეესაბამება მთელი პროცესი კონკრეტული ბაზრის მომხმარებელთა მოლოდინებს.
Coob Ads-ში ჩვენ ვაანალიზებთ არა მხოლოდ კამპანიების პარამეტრებს, არამედ იმ ფაქტორებსაც, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ შედეგზე განცხადებაზე გადასვლის შემდეგ. ეს გვეხმარება წინასწარ განვსაზღვროთ შესაძლო უთანხმოების წერტილები, ავამაღლოთ სარეკლამო ინვესტიციების ეფექტურობა და შევქმნათ უფრო მდგრადი საფუძველი შემდგომი მასშტაბირებისთვის.
კამპანიის გაშვებიდან გაზომვად ზრდამდე
პრიორიტეტული ბაზრების შერჩევის, პოზიციონირების განსაზღვრისა და ოპერაციული ნაწილის მომზადების შემდეგ – ხდება გადასვლა კამპანიების გაშვებაზე. Coob Ads-ში ჩვენ ვეხმარებით Google Ads-თან მუშაობის იმგვარად გამართვაში, რომ შესაძლებელი იყოს შედეგების ანალიზი ცალ–ცალკე ბაზრების, აუდიტორიების, პროდუქტებისა და მომხმარებლის გზის ეტაპების მიხედვით.
ჩვენ ვეხმარებით კამპანიების დაგეგმვასა და გამართვაში, სარეკლამო ანგარიშებისა და ანალიტიკის აუდიტში, კონვერსიების გაზომვაში, ბიუჯეტის განაწილებაში, ბიდინგის სტრატეგიების (bidding strategies) შერჩევაში, კრეატივების ტესტირებასა და შემდგომ ოპტიმიზაციაში.
საერთაშორისო მასშტაბირებისას მნიშვნელოვანია ყურადღება არ გამახვილდეს მხოლოდ კონვერსიების საერთო რაოდენობასა და მოკლევადიან ROAS-ზე. ბიზნესმა უნდა გაიგოს, რომელი ბაზრები და სეგმენტები ქმნიან ყველაზე დიდ ზრდას, რომელი პროდუქტები უფრო მეტად იზიდავს ადგილობრივ მომხმარებლებს, სად ტოვებენ მომხმარებლები გაყიდვების ფანელს და რომელი ჰიპოთეზები საჭიროებს დამატებით ტესტირებას.
კამპანიის გაშვება არ არის საბოლოო ეტაპი – ეს არის მონაცემებთან სისტემური მუშაობის დასაწყისი. მიღებული ინსაითები გვეხმარება კამპანიების გაუმჯობესებაში, მიდგომების დახვეწასა და კლიენტთან ერთად მომავალი ინვესტიციების შესახებ უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში.
მხარდაჭერა საერთაშორისო ზრდის ყველ ეტაპზე
კომპანიები მოგვმართავენ საერთაშორისო ზრდის სხვადასხვა ეტაპზე, ამიტომ ჩვენ მათ ამოცანებზე ვადაპტირებთ მხარდაჭერას.
მათ, ვინც მხოლოდ გეგმავს პირველ უცხოურ ბაზარზე გასვლას, ვეხმარებით პოტენციალის შეფასებასა და გაშვების გეგმის მომზადებაში. კომპანიებს, რომლებიც უკვე მუშაობენ რამდენიმე ქვეყანაში – პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრაში, მომხმარებლის გამოცდილების ადაპტაციასა და სარეკლამო აქტივობის მასშტაბირებაში.
განვითარებული საერთაშორისო წარმომადგენლობის მქონე ბიზნესისთვის ჩვენ კონცენტრირებას ვახდენთ ეფექტურობის ამაღლებაზე, ზრდის ახალი წერტილების ძიებასა და ინვესტიციების ოპტიმიზაციაზე.
IGAP-ის ჩარჩო საშუალებას იძლევა, მიღებულ იქნას მხარდაჭერა საერთაშორისო განვითარების მთელ გზაზე – შესაძლებლობების ძიებიდან და ბაზრის შეფასებიდან დაწყებული, go-to-market სტრატეგიის შემუშავებამდე, გაშვებამდე, შედეგების გაზომვამდე და შემდგომ მასშტაბირებამდე.
როგორ გავხადოთ საერთაშორისო მასშტაბირება სისტემური
ახალ ბაზარზე წარმატებული გაშვება ბიზნესს აძლევს არა მხოლოდ შედეგს კონკრეტულ ქვეყანაში, არამედ მონაცემებსაც, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდგომი ზრდისთვის.
ბაზრის ანალიტიკა, კამპანიების შედეგები და ტესტირება გვეხმარება ეტაპობრივად ჩამოვაყალიბოთ მასშტაბირების საკუთარი მოდელი: გავიგოთ, როგორ შევარჩიოთ პრიორიტეტული ბაზრები, შევაფასოთ გაშვებისთვის მზადყოფნა, მოვახდინოთ შეთავაზების ადაპტაცია, განვსაზღვროთ ბიუჯეტები და KPI-ები.
ამგვარად, კომპანია ყოველ მომდევნო ქვეყანაში გასვლისას პროცესს თავიდან არ იწყებს. საერთაშორისო განვითარება ხდება უფრო თანმიმდევრული, მართვადი და გაზომვადი.
როგორ ეხმარება Coob Ads ბიზნესს საერთაშორისო ბაზრებზე გასვლაში
Coob Ads-ის გამოცდილება Google Ads-ში და IGAP-ის შესაძლებლობები საშუალებას გვაძლევს მხარდაჭერა გავუწიოთ და რეკლამის განმთავსებლები საერთაშორისო ზრდის ყველა ეტაპზე – ბაზრების პოტენციალის შეფასებიდან და პრიორიტეტული მიმართულებების შერჩევიდან დაწყებული, go-to-market სტრატეგიის შემუშავებამდე, კამპანიების გაშვებამდე და შემდგომ მასშტაბირებამდე.
ჩვენ ვეხმარებით პროცესის მონაცემებზე დაყრდნობით აგებაში, რათა გადაწყვეტილებები ახალ ქვეყნებში გასვლის შესახებ ეყრდნობოდეს არა ვარაუდებს, არამედ რეალურ მოთხოვნას, ლოკალური აუდიტორიის თავისებურებებს, კონკურენტულ გარემოსა და ბიზნესის მზადყოფნას გაფართოებისთვის.
საერთაშორისო ექსპანსიისას გაურკვევლობის სრულად გამორიცხვა შეუძლებელია. თუმცა, ზუსტი ანალიტიკა, გასაგები პრიორიტეტები და თანმიმდევრული გეგმა იძლევა რისკების შემცირების, რესურსების უფრო ეფექტურად განაწილებისა და ზრდის წერტილების უფრო სწრაფად პოვნის საშუალებას.
გეგმავთ ახალ ბაზარზე გასვლას ან პოზიციების გაძლიერებას ქვეყნებში, სადაც უკვე მუშაობთ? ჩვენ დაგეხმარებით შესაძლებლობების შეფასებაში, სტრატეგიის მომზადებასა და საერთაშორისო განვითარების გეგმების გაზომვად შედეგებად გარდაქმნაში.
შეავსეთ ფორმა Coob Ads-ის ვებ–გვერდზე, რათა განიხილოთ საერთაშორისო ზრდის ამოცანები და შეარჩიოთ მხარდაჭერის შესაფერისი ფორმატი.


