დიჯითალ სიახლეები: ინსაითები, პროდუქტის განახლებები და სიახლეები
მიიღეთ უახლესი ინფორმაცია ინტერნეტ რეკლამის სამყაროს შესახებ
გაფილტვრა:
პროდუქტები: ქვეყნები: რეკლამის ტიპები: ყველაფრის წაშლა
გაფილტვრა
Home / მთავარი / Google Ads-ის ექსპერტული მხარდაჭერა საქართველოში: ზრდის ახალი შესაძლებლობები Coob Ads-თან ერთად

Google Ads-ის ექსპერტული მხარდაჭერა საქართველოში: ზრდის ახალი შესაძლებლობები Coob Ads-თან ერთად

საქართველოს მზარდი ციფრული ბაზარი სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს იმ ბიზნესებისგან, რომლებიც ახალი მომხმარებლების მოზიდვას ცდილობენ. სწორედ ამიტომ, საქართველოში Google-ის დაფინანსებით განხორციელებული Google Ads Sales Representative პროგრამა ოფიციალურად ამოქმედდა. პროგრამა შიდა მარკეტინგულ გუნდებსა და სააგენტოებს დამატებითი საფასურის გარეშე სთავაზობს ექსპერტულ კონსულტაციებს, ტრენინგებსა და სტრატეგიულ მხარდაჭერას. Coob Ads კი როგორც Google Ads-ის ოფიციალური გაყიდვების წარმომადგენელი, პლატფორმის ექსპერტულ და ადგილობრივი ბაზრის ცოდნას აერთიანებს – ეს გამოცდილება ეხმარება ბიზნესებს შექმნან უფრო შედეგიანი სარეკლამო კამპანიები და დაგეგმონ სამომავლო ზრდა.

22 ოქტომბერს თბილისში, დახურულ ღონისძიებაზე, ქართულმა ბიზნესებმა Google Ads-ის პროდუქტებთან დაკავშირებული უახლესი სიახლეები უშუალოდ Google-ის წარმომადგენლებისგან –  ანდრიი იაკუნინისა და არტურ მოსიაკისგან – მიიღეს. Coob Ads-ის სპეციალისტებმა ეს ინფორმაცია ადგილობრივი ბაზრის თავისებურებებისა და რეკლამის დამკვეთებისა და სააგენტოებისთვის განკუთვნილი პრაქტიკული რეკომენდაციებით შეავსეს.

Google ASR: ბიზნესის პრიორიტეტებიდან სამოქმედო გეგმამდე

„Google Ads Sales Representative პროგრამა ედვერთაიზერებსა და სააგენტოებს ბიზნეს მიზნების პრაქტიკულ ნაბიჯებად გარდაქმნაში ეხმარება“, – აღნიშნა მოიცა როჟაცმა, Coob Ads-ის გლობალური პროგრამის დირექტორმა.

თანამშრომლობა იწყება ბიზნეს მიზნებისა და Google Ads-ის არსებული სტრატეგიის შეფასებით. შემდეგ სპეციალისტები განსაზღვრავენ იმ მიმართულებებს, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებს – იქნება ეს კამპანიის სტრუქტურა, კონვერსიების გაზომვა, ინსტრუმენტების შერჩევა თუ გუნდის გადამზადება. მაგალითად, სეზონური მოთხოვნის ზრდამდე ბიზნესს შეუძლია შეაფასოს წინა პერიოდის შედეგები, შეადაროს ისინი ბაზრის საორიენტაციო მაჩვენებლებს და ტესტირების გეგმა შეიმუშაოს.

მხარდაჭერა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს:

  • Google Ads-ის სტრატეგია და ოპტიმიზაციის რეკომენდაციები;
  • ადგილობრივი ბაზრის ინსაითები და გაზომვის მიდგომები;
  • კონსულტაციები AI გადაწყვეტილებებსა და ხელმისაწვდომ ბეტა-ფუნქციებზე;
  • სპეციალიზებული ტრენინგები და მხარდაჭერა სააგენტოებისთვის, რომლებიც კლიენტებისთვის შეთავაზებებს ამზადებენ.

პროგრამის ფარგლებში კონსულტაციები უფასოა. ედვერთაიზერები და სააგენტოები ინარჩუნებენ კონტროლს საკუთარ კამპანიებზე, ბიუჯეტებსა და კრეატივებზე. Coob Ads-ის სპეციალისტები ანალიზისთვის მხოლოდ ნახვის (read-only) წვდომას იღებენ, ხოლო მონაცემების კონფიდენციალურობას NDA იცავს.

მუდმივი მხარდაჭერის ფარგლებში გათვალისწინებულია სეზონურობა და ტესტირების შედეგები, რაც რეკომენდაციების განახლებას ბიზნესის პრიორიტეტების ცვლილების შესაბამისად უზრუნველყოფს.

საქართველო ონლაინ სივრცეში: როგირა ძიება, ყურება და არჩევანის გაკეთება

საქართველოში 15 წლის და უფროსი ასაკის ინტერნეტ-მომხმარებელთა 95,4% ინტერნეტს ყოველდღიურად იყენებს, ხოლო 99,5% ინტერნეტში მობილური მოწყობილობებით შედის.

ედვერთაიზერებისთვის ეს კონკრეტულ მოთხოვნებს გულისხმობს: სწრაფად ჩატვირთვად ვებგვერდებს, მოსახერხებელ ლიდ-ფორმებს და მცირე ეკრანზე მკაფიოდ წარმოდგენილ შეთავაზებას. ღონისძიებაზე Coob Ads-ის საქართველოშ პროგრამის ხელმღვანელმა, თინათინ ტაბიძემ განიხილა მონაცემები, რომლებიც ამ ციფრული ჩვევების მიღმა დგას.

Image

ძიება მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროდუქტებისა და მომსახურების არჩევისას. Geostat-ის 2025 წლის მონაცემებით, 15 წლის და უფროსი ასაკის ინტერნეტ-მომხმარებელთა 47,7% პროდუქტების შესახებ ინფორმაციას ონლაინ ეძებდა. ამასთან, 2026 წლის აგვისტოში Google-ს საძიებო ბაზრის 90,9% ეკავა, StatCounter-ის მონაცემებით. რაც ხაზს უსვამს მომხმარებლის გზის სხვადასხვა ეტაპზე რელევანტური საძიებო მოთხოვნის ათვისების მნიშვნელობას.

ვიდეო ბრენდებს ეხმარება consideration-ის ეტაპზე უფრო ადრე მოხვდნენ. CRRC-Georgia / IREX-ის 2024 წლის კვლევის თანახმად, ზრდასრულთა 60%-ს ბოლო 30 დღის განმავლობაში YouTube-ზე ვიდეოები უნახავს, ხოლო ინტერნეტ-მომხმარებელთა 56% პლატფორმას ბოლო კვირის განმავლობაში იყენებდა. პლატფორმა ბრენდებს საშუალებას აძლევს, აჩვენონ პროდუქტები, ახსნან მათი მახასიათებლები და უპასუხონ კითხვებს, რომლებიც მაყურებლებმა მოგვიანებით შესაძლოა Search-ში დასვან. ამიტომ Search და YouTube საუკეთესო შედეგს მაშინ იძლევა, როცა ისინი ერთად იგეგმება და თითოეულ არხს მკაფიო როლი აქვს.

გენერაციული AI-ის გამოყენებაც იზრდება. Microsoft-ის შეფასებით, 2026 წლის Q2-ში საქართველოს 15–64 წლის მოსახლეობის 21,6% იყენებდა გენერაციულ AI-ს, მაშინ როცა გლობალურად ეს მაჩვენებელი 18,8% იყო. რაც უფრო ნაცნობი ხდება მომხმარებლებისთვის AI-ზე დაფუძნებული ძიება, მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ედვერთაიზერებმა გაიგონ, როგორ უწყობს ხელს სხვადასხვა ინტერაქცია ბიზნესის შედეგებს. ამ კავშირის დასადგენად კონვერსიების სანდო მონაცემები აუცილებელია.

Data Strength: როგორ დავეხმაროთ Google AI-ს ღირებული მომხმარებლების პოვნაში

ადამიანები პროდუქტებს ტექსტით, სურათებითა და ხმით ეძებენ. ყველა მოთხოვნის წინასწარ განსაზღვრა სულ უფრო რთულდება, ხოლო საკვანძო სიტყვების სიების მუდმივი გაფართოება და რეკლამების ხელით დახვეწა დიდ დროს მოითხოვს. AI Max for Search და Performance Max ედვერთაიზერებს დამატებითი რელევანტური მოთხოვნის ათვისებაში ეხმარება, თუმცა ეფექტური ოპტიმიზაცია კონვერსიების სანდო სიგნალებზეა დამოკიდებული.

 

Image

Google tag gateway ამ გამოწვევის ნაწილს წყვეტს: Google tag ედვერთაიზერის საკუთარ დომენზე, first-party ინფრასტრუქტურის მეშვეობით მიეწოდება, რაც სიგნალების შეგროვებას უფრო მდგრადს ხდის. უფრო სრული გაზომვა კამპანიების უფრო ზუსტ შეფასებას უწყობს ხელს. თუმცა დაფიქსირებული კონვერსიების ზრდა სულაც არ ნიშნავს მეტ შესყიდვას: შესაძლოა, ზოგიერთი მოვლენა ადრე უბრალოდ არ იზომებოდა.

ლიდების გენერირებაზე ორიენტირებული ედვერთაიზერებისთვის შემდეგი პრიორიტეტი CRM-ში მიმართვების მათ შედეგებთან დაკავშირებაა. Enhanced Conversions for Leads იყენებს მომხმარებლის მიერ მიწოდებულ ჰეშირებულ მონაცემებს, მაგალითად ელფოსტის მისამართს, რათა შემდგომი კონვერსია რეკლამასთან ინტერაქციას დაუკავშიროს. ადამიანი აგზავნის მიმართვას, გუნდი მას უკავშირდება, ბიზნესი კი შემდეგ Google Ads-ში ლიდის კვალიფიკაციის ან შესყიდვის მოვლენას აგზავნის. კონვერსიის მიზნებისა და ბიდინგის სწორი კონფიგურაციის შემთხვევაში ეს სიგნალები კამპანიებს ეხმარება, ოპტიმიზაცია ბიზნესისთვის მნიშვნელოვან ქმედებებზე მოახდინონ.

ამისთვის ედვერთაიზერებმა კონვერსიების მონაცემები აქტუალურ მდგომარეობაში უნდა შეინარჩუნონ: განსაზღვრონ, რა ითვლება კვალიფიციურ ლიდად, რეგულარულად გადასცენ CRM-ის შედეგები Google Ads-ს და გაფილტრონ სპამ-მიმართვები. ეს მათ საშუალებას აძლევს, ლიდის ღირებულების მიღმა დაინახონ, რამდენი მიმართვა გადაიქცევა რეალურად მომხმარებლად.

Agentic Commerce: როცა მყიდველები გადაწყვეტილების ნაწილს AI-ს ანდობენ

ხანგრძლივი სეირნობისთვის ფეხსაცმლის მოძებნა, შესაფერისი მოდელების შედარება და ბიუჯეტის ფარგლებში სწორი ზომის პოვნა რამდენიმე ამოცანას მოიცავს. AI ასისტენტები თანდათან სულ უფრო მეტ ასეთ სამუშაოს იღებენ საკუთარ თავზე: აზუსტებენ პრეფერენციებს, ადარებენ შეთავაზებებს და მყიდველებს შესყიდვამდე მისვლაში ეხმარებიან. CoobX-ის Global CRGO-მ ანგელოს გალანაკისმა განიხილა, როგორ ცვლის ეს ტრანსფორმაცია ელექტრონულ კომერციას დღეს.

Image

Agentic commerce პროდუქტების რეკომენდაციებს სცდება და AI-ის დახმარებით შესრულებული სავაჭრო ამოცანებისკენ მიემართება, მათ შორის ფასების მონიტორინგის, პროდუქტების შედარებისა და, მომხმარებლის ნებართვით, შესყიდვისკენაც. Google ამ მიდგომას Gemini-ის შესაძლებლობებისა და Shopping Graph-ის პროდუქტული ინფორმაციის გაერთიანებით ავითარებს. Google-ის სტატიაში agentic commerce-ის შესახებ ეს მიდგომა უფრო დეტალურადაა განხილული.

ბრენდებისთვის ეს მკაფიო და სრულყოფილ პროდუქტულ ინფორმაციას სულ უფრო მნიშვნელოვანს ხდის. თუ ვინმე კონკრეტული პირობებისთვის შესაფერის ფეხსაცმელს ეძებს, კომფორტის შესახებ ზოგადი განცხადებები საკმარისი არ არის. მახასიათებლები, დანიშნულება, სურათები, მიმდინარე ფასები და ხელმისაწვდომობა ეხმარება პროდუქტის მყიდველის საჭიროებებთან შესაბამისობაში მოყვანას. გადაწყვეტილებაზე ასევე მოქმედებს მიწოდებისა და დაბრუნების პირობები, განსაკუთრებით მაშინ, როცა მყიდველი რამდენიმე მაღაზიას ადარებს.

ბიზნესებს მზადების დაწყება შეუძლიათ პროდუქტების კატალოგისა და შესყიდვის გზის გადახედვით: საკმარისია თუ არა ინფორმაცია პროდუქტების შესადარებლად, ერთნაირია თუ არა დეტალები სხვადასხვა გვერდზე და მარტივია თუ არა შეკვეთის გაფორმება? 

საერთაშორისო ზრდა: რა უნდა შეფასდეს რეკლამის გაშვებამდე

ზრდის შესაძლებლობები მხოლოდ მიმდინარე ბაზარზე რეკლამის ოპტიმიზაციით არ შემოიფარგლება. ბიზნესებისთვის, რომლებიც საერთაშორისო გაფართოებას გეგმავენ, მნიშვნელოვანია ახალი ბაზრების პოტენციალის წინასწარ შეფასება. Coob Ads-ის Senior Partner Consultant-მა რუსტემ ომაროვმა ახსნა, როგორ აწვდის Google-ის International Growth Agency Program (IGAP) სააგენტოებსა და მათ კლიენტებს ბაზრის ინსაითებსა და პრაქტიკულ ინსტრუმენტებს საერთაშორისო გაფართოების შესაძლებლობების შესაფასებლად.

პროცესის აგება სამი კითხვის გარშემოა შესაძლებელი:

  • სად არის თქვენი პროდუქტის პოტენციალი? Market Explorer საშუალებას იძლევა, 170-ზე მეტი ქვეყანა შედარდეს კატეგორიაზე მოთხოვნის, Google-ის ქსელებში მოცვისა და სარეკლამო ხარჯების მაჩვენებლებით. ეს ინსაითები ბიზნესებს ეხმარება, პრიორიტეტული ბაზრების დასაბუთებული მოკლე სია შეადგინონ.
  • რა არის მნიშვნელოვანი ადგილობრივი მომხმარებლებისთვის? Insights Finder გეხმარებათ აუდიტორიის ინტერესების, საძიებო ტრენდებისა და YouTube-ზე კონტენტის მოხმარების შესწავლაში. ეს მიგნებები შეიძლება გამოყენებულ იქნას სარეკლამო მესიჯებისა და მედია დაგეგმვისთვის.
  • მზად არის თუ არა ბიზნესი ახალ ბაზარზე მომხმარებლების მომსახურებისთვის? Market Activation Guides და Global Business Solutions-ის კონსულტაციები ეხმარება ლოკალიზაციის, გადახდებისა და მომხმარებლის გამოცდილების შეფასებაში. საიტის თარგმნა შეიძლება საკმარისი არ იყოს, თუ მომხმარებლებს უჭირთ შეკვეთის გაფორმება ან მხარდაჭერის მიღება.

Image

გარდა ამისა, Google-ის Global Expansion Team (GET) Services სააგენტოებს სთავაზობს მორგებულ კვლევებსა და მზა რეკომენდაციებს ექსპორტის შესაძლებლობების, კონკურენტული და ფასების საორიენტაციო მაჩვენებლების, კამპანიების ოპტიმიზაციის, საკვანძო სიტყვების გაფართოებისა და საიტის ლოკალიზაციის შესახებ.
ეს ინსაითები ერთობლივად ეხმარება ბიზნესებს, კამპანიების გაშვებამდე განსაზღვრონ პრიორიტეტული ბაზრები, მოარგონ შეთავაზებები და გამოავლინონ ოპერაციული მოთხოვნები.

Google AI-ის გამოყენება ადგილობრივი ბიზნესის მიზნებისთვის

Google-ის ცენტრალური აღმოსავლეთ ევროპის სტრატეგიული პარტნიორობების ხელმძღვანელმა, ანდრი იაკუნინმა  Gemini-ზე დაფუძნებული სარეკლამო გადაწყვეტილებების განვითარებაზე ისაუბრა – კამპანიის ოპტიმიზაციის, შედეგების გაზომვისა და კრეატიული მასალების შექმნის მიმართულებით.

Image

Coob Ads Google-ის ტექნოლოგიებს ადგილობრივი ბაზრის საჭიროებებთან აკავშირებს. ASR პროგრამის მეშვეობით გუნდი ედვერთაიზერებს ეხმარება, გამოავლინონ მათი ბიზნესისთვის ყველაზე რელევანტური გადაწყვეტილებები და გამოიყენონ ისინი არსებულ კამპანიებში.

გაზომვიდან შემოსავლამდე: ორი ქართული ბიზნეს-ქეისი

სარეკლამო შედეგები უფრო მეტს ნიშნავს, როცა მათი დაკავშირება გაყიდვებთან და შემოსავალთან შეიძლება. Noxtton-ის CDO-მ და Hapttic-ის CEO-მ ელენე ბიბილეიშვილმა გაგვიზიარა, როგორ შეუწყო ხელი კამპანიების სტრუქტურის, მომხმარებლის გზისა და გაზომვის ერთობლიობამ უძრავი ქონების გაყიდვებსა და სასტუმროს პირდაპირი ჯავშნების ზრდას. 

უძრავი ქონება: რეკლამის დაკავშირება გაყიდვებთან 500%-იანი ROAS-ით

პოტენციურ მყიდველებამდე რელევანტური შეთავაზებებით მისასვლელად Search კამპანიები ბრენდულ, უბნებთან და ქონებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე იყო აგებული. სარეკლამო ტექსტები საძიებო განზრახვას შეესაბამებოდა და მომხმარებელს პროექტის გვერდებზე მიჰყავდა, სადაც განთავსებული იყო გეგმარებები, შეძენის პირობები და გაყიდვების განყოფილების კონტაქტები; ქირასთან დაკავშირებული ძიებები გამორიცხული იყო. კამპანიის დეტალები და კლიკის იდენტიფიკატორები ყოველ მიმართვასთან ერთად CRM-ში გადადიოდა, ხოლო კვალიფიციური ლიდები და გაყიდვები Google Ads-ში ბრუნდებოდა. 

ამან გუნდს საშუალება მისცა, მომხმარებლების მოზიდვა მყიდველების ხარისხისა და დასრულებული გაყიდვების მიხედვით შეეფასებინა. დაფიქსირებული შედეგი იყო 500% ROAS: მიკუთვნებული შემოსავლის ხუთი ერთეული სარეკლამო ხარჯის ყოველ ერთეულზე.

სასტუმრო ბიზნესი: პირდაპირი ჯავშნებიდან შემოსავლის ხუთჯერადი ზრდა

ქართული სასტუმრო ბრენდის შემთხვევაში მიდგომის ცენტრში იყო საიტის, როგორც ელექტრონული კომერციის არხის, აღქმა. GA4-ის გაზომვამ ოთახების ნახვები, თარიღების არჩევა და ჯავშნის დასრულება ტრანზაქციიდან მიღებულ შემოსავალს დაუკავშირა. Search არსებულ მოთხოვნას ითვისებდა, Maps ლოკაციაზე დაფუძნებულ აღმოჩენას უწყობდა ხელს, Display კი დაინტერესებულ ვიზიტორებს ხელახლა იზიდავდა იმ ოთახებისა თუ შეთავაზებების შესაბამისი მესიჯებით, რომლებიც მათ უკვე ნახეს. ჯავშნის დადასტურების შემდეგ სტუმრები რეტარგეთინგიდან გამოირიცხებოდნენ, ხოლო ბიუჯეტის განაწილება დატვირთვისა და ჯავშნის წინასწარობის ვადების მიხედვით ხდებოდა. რეკლამის, გაზომვისა და დაჯავშნის გზის ერთობლივმა მართვამ ხელი შეუწყო პირდაპირი ჯავშნებიდან შემოსავლის დაფიქსირებულ ხუთჯერად ზრდას.

იქნება თქვენი პრიორიტეტი მომხმარებლების მოზიდვა, საერთაშორისო გაფართოება თუ მარკეტინგის ROI-ის გაზომვა, Coob Ads დაგეხმარებათ შემდეგი ნაბიჯების განსაზღვრაში. დაუკავშირდით Google Ads-ის ჩვენს ადგილობრივ ექსპერტებს უფასო კონსულტაციისთვის.

დაუკავშირდით Coob Ads-ს.

Scroll To Top