დღეს ჩვენი კომპანიის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება
Admixer Advertising ხდება CoobX.
ეს ცვლილება მხოლოდ ახალი სახელწოდება ან ვიზუალური იდენტობა არ არის. ის ასახავს კომპანიის განვითარებას, რას ვაკეთებთ დღეს და საით მივდივართ მომავალში.
მრავალი წლის განმავლობაში Admixer Advertising ცნობილი იყო, როგორც სანდო პარტნიორი, რომელიც ედვერთაიზერებს, სააგენტოებს, მედიასაშუალებებსა და გლობალურ პლატფორმებს განვითარებად ბაზრებზე ზრდაში ეხმარებოდა. რეკლამა კვლავაც ჩვენი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა დროთა განმავლობაში ჩვენი საქმიანობის არეალი მნიშვნელოვნად გაფართოვდა.
დღეს ჩვენ ვმუშაობთ მედიის, მარკეტინგის, მონაცემების, Cloud ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის (AI), პლატფორმებისა და ბაზრის განვითარების გადაკვეთაზე. ჩვენ ვეხმარებით გლობალურ ტექნოლოგიებს, გახდნენ უფრო ხელმისაწვდომი და ეფექტური განვითარებად ბაზრებზე, ხოლო ადგილობრივ ბიზნესებსა და პარტნიორებს – განავითარონ ციფრული შესაძლებლობები, გააუმჯობესონ პროცესები და შექმნან უფრო ძლიერი ეკოსისტემები. ჩვენი მთავარი მიზანია ზრდის მხარდაჭერა და გაძლიერება.
ჩვენი ძველი სახელწოდება აღარ ასახავდა სრულად ამ როლს. სწორედ ამიტომ ვაგრძელებთ გზას, როგორც CoobX.
მიუხედავად სახელის ცვლილებისა, ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ პარტნიორებთან, კლიენტებთან და ტექნოლოგიურ პლატფორმებთან თანამშრომლობას იმავე ღირებულებებზე დაყრდნობით: ნდობა, სპეციალიზაცია, ოპერაციული ხარისხი და გრძელვადიანი ზრდა. არსებული გუნდები, ურთიერთობები, სერვისები და მხარდაჭერის არხები უცვლელად შენარჩუნდება.
რატომ CoobX?
Coob – Core of Business, სივრცე, სადაც ერთიანდება მედია, მარკეტინგი, მონაცემები, cloud ტექნოლოგიები, AI, ადგილობრივი სპეციალიზაცია და გლობალური პლატფორმები.
X სიმბოლო წარმოადგენს კავშირს და ზრდის ახალ ეტაპს. ეს არის წერტილი, სადაც იკვეთება სხვადასხვა ტექნოლოგია, ბაზარი, ადამიანები და შესაძლებლობები. ის ასევე გამოხატავს ჩვენს მტკიცე რწმენას, რომ ყველაზე დიდი ღირებულება იქმნება მაშინ, როდესაც შესაძლებლობები ცალ-ცალკე კი არ მუშაობს, არამედ ერთმანეთის გაძლიერებას უწყობს ხელს.
CoobX ასახავს ჩვენს როლს, დავეხმაროთ ბიზნესებს ზრდასა და ციფრულ განვითარებაში.
The core of next
სამყარო სულ უფრო რთული ხდება. ბიზნესებს უწევთ უფრო მეტ პლატფორმასთან, მონაცემთან, ინსტრუმენტთან და მომხმარებლის მოლოდინთან გამკლავება. ასეთ გარემოში მხოლოდ ტექნოლოგია საკმარისი აღარ არის. კომპანიებს სჭირდებათ სტრუქტურა, ადგილობრივი ცოდნა და სანდო პარტნიორი, რომელიც სხვადასხვა კომპონენტს ერთიან სტრატეგიად აქცევს.
სწორედ ამ როლის შესასრულებლად შეიქმნა CoobX, ბირთვი, სადაც ტექნოლოგიები, პლატფორმები, სპეციალიზაცია და განვითარებადი ბაზრების ცოდნა ერთიანდება ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად. ეს არა მხოლოდ იმას ასახავს, თუ ვინ ვართ დღეს, არამედ იმ მომავალსაც, რომელსაც ვქმნით, ვაერთიანებთ შესაძლებლობებს, ვაძლიერებთ ეკოსისტემებს და ვეხმარებით ბიზნესებს ციფრული განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლაში.
მადლობას ვუხდით ჩვენს გუნდებს, პარტნიორებს, კლიენტებსა და პლატფორმებს, რომლებიც ამ გზის ნაწილი იყვნენ.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება CoobX-ში!


